ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

“მე-14 საჯარო სკოლის წინ მოხდა უმძიმესი ამბავი – მძიმე დაზიანება მიიღო მე-5 კლასის მოსწავლე გოგონამ” – ნიკა ჩერქეზიშვილი

პოეტ ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, ნაძალადევში, მე-14 საჯარო სკოლის წინ მე-5 კლასის მოსწავლე გოგონამ მძიმე დაზიანება მიიღო. მისი თქმით, სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე მე-5 წელია შეწყვეტილია, შენობა ნაგავსაყრელადაა ქცეული, ხოლო ბავშვმა დაზიანება სკოლის ნანგრევებზე შემოვლებულ ღობეზე მიიღო.

“მე-14 საჯარო სკოლის წინ მოხდა უმძიმესი ამბავი – მძიმე დაზიანება მიიღო მე-5 კლასის მოსწავლე გოგონამ” – ნიკა ჩერქეზიშვილი
“მე-14 საჯარო სკოლის წინ მოხდა უმძიმესი ამბავი – მძიმე დაზიანება მიიღო მე-5 კლასის მოსწავლე გოგონამ” – ნიკა ჩერქეზიშვილიალია

პოეტი, ნიკა ჩერქეზიშვილი:

გუშინ, ნაძალადევში, მე-14 საჯარო სკოლის წინ მოხდა უმძიმესი ამბავი, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო მე-5 კლასის მოსწავლე გოგონამ.

ეს არის სკოლა, რომელშიც უკვე მე-5 სასწავლო წელია, რაც შეწყვეტილია სასწავლო პროცესი და ამ დრომდე ჯერ ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული. შემთხვევა მოხდა მაშინ, როცა მოსწავლეების სამარშრუტო ტაქსებით მოიყვანეს სკოლასთან. ბავშვმა დაზიანება მიიღო სკოლის ნანგრევებზე შემოვლებულ ღობეზე. სკოლის შენობა, როგორც ვთქვი, მე-5 სასწავლო წელია, რაც აღარ არსებობს და ნაგავსაყრელადაა ქცეული.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.