მე-14 სკოლის ნანგრევებზე შემოვლებულ ღობეზე ბავშვმა დაზიანება მიიღო – ჩერქეზიშვილი
„ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, მე-14 საჯარო სკოლის ნანგრევებთან მეხუთე კლასელი მოსწავლე დაშავდა. ბავშვი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მშობლები და პოლიტიკოსები სკოლის მშენებლობას და ალტერნატიულ ფართს ითხოვენ, რადგან დანგრეული სკოლის მოსწავლეებს სხვა სკოლაში მეორე ცვლაში უწევთ სიარული.

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი მე-14 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მეხუთე კლასელი ბავშვის დაზიანების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, შემთხვევა გუშინ, 24 სექტემბერს მოხდა. „ნეტგაზეთს“ ნიკა ჩერქეზიშვილი ეუბნება, რომ ბავშვი სკოლის ნანგრევებზე შემოვლებულ ღობეზე დაშავდა იმ დროს, როცა სამარშრუტო ტაქსით მოიყვანეს მიმკედლებელი სკოლიდან. ფოტოების მიხედვით ადგილზე ლითონის ღობეა განთავსებული.
ჩერქეზიშვილის თქმით, სკოლა მეხუთე სასწავლო წელია დანგრეულია.
„ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო მე-5 კლასის მოსწავლე გოგონამ, რომელიც ახლა იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
ბავშვი კლინიკაში გადაიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანამ. მე-14 საჯარო სკოლა უკვე მეხუთე სასწავლო წელია რაც დანგრეულია, ამ სკოლის მოსწავლეები სამარშრუტო ტაქსებით დაჰყავთ ამ სკოლიდან 8 კმ-ით დაშორებულ სკოლაში, იქ ისინი სწავლობენ მეორე ცვლაში, შეზღუდული საგაკვეთილო დროით, ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას…. ეს შემთხვევა მოხდა მაშინ, როცა ბავშვები სამარშრუტო ტაქსებით დააბრუნეს სკოლასთან“, – თქვა ნიკა ჩერქეზიშვილმა.
მისი თქმით, აყენებენ „ოცნების“ პასუხისმგებლობას, რადგან სკოლასთან დაკავშირებით ინფორმირებულები იყვნენ როგორც ხელისუფლების, ისე განათლების სამინისტროს, მერიისა და ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები.
მშობლები ითხოვენ სკოლის აშენებას და ალტერნატიულ ფართს დილის ცვლაში. მშობელი ამბობს, რომ ბავშვები ამჟამად სხვა სკოლაში მეორე ცვლაში სწავლობენ და სახლში საღამოს 9 საათამდე ვერ ბრუნდებიან.
„ამ ბავშვებს დაუბრუნეთ 5 წლის მანძილზე დაკარგული ბავშვობა. მოგვეცით დაპირებული ალტერნატიული ფართი დილის ცვლაში და აგვიშენეთ მე-14 საჯარო სკოლა“, – ამბობს მშობელი.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო მე-5 კლასის მოსწავლე გოგონამ, რომელიც ახლა იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ბავშვი კლინიკაში გადაიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანამ. მე-14 საჯარო სკოლა უკვე მეხუთე სასწავლო წელია რაც დანგრეულია, ამ სკოლის მოსწავლეები სამარშრუტო ტაქსებით დაჰყავთ ამ სკოლიდან 8 კმ-ით დაშორებულ სკოლაში, იქ ისინი სწავლობენ მეორე ცვლაში, შეზღუდული საგაკვეთილო დროით, ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას…. ეს შემთხვევა მოხდა მაშინ, როცა ბავშვები სამარშრუტო ტაქსებით დააბრუნეს სკოლასთან“
„ამ ბავშვებს დაუბრუნეთ 5 წლის მანძილზე დაკარგული ბავშვობა. მოგვეცით დაპირებული ალტერნატიული ფართი დილის ცვლაში და აგვიშენეთ მე-14 საჯარო სკოლა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.