ნიკა ჩერქეზიშვილი მე-14 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეხუთე კლასის მოსწავლის დაზიანების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ნიკა ჩერქეზიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნაძალადევში, მე-14 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეხუთე კლასის მოსწავლემ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. მისი თქმით, სკოლაში სასწავლო პროცესი 5 წელია შეწყვეტილია და შენობა ნაგავსაყრელადაა ქცეული.

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში მე-14 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეხუთე კლასელი გოგოს დაზიანების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, ამ სკოლაში სასწავლო პროცესი 5 წელია შეწყვეტილია და მოზარდმა დაზიანება „სკოლის ნანგრევებზე შემოვლებულ ღობეზე“ მიიღო.
„გუშინ, ნაძალადევში, მე-14 საჯარო სკოლის წინ მოხდა უმძიმესი ამბავი, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო მე-5 კლასის მოსწავლე გოგონამ.
ეს არის სკოლა, სადაც სასწავლო პროცესი მე-5 წელია შეწყვეტილია და ამ დრომდე ჯერ ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული.
შემთხვევა მოხდა მაშინ, როდესაც მოსწავლეები სამარშრუტო ტაქსებით სკოლასთან მოიყვანეს.
ბავშვმა დაზიანება სკოლის ნანგრევებზე შემოვლებულ ღობეზე მიიღო. სკოლის შენობა, როგორც ვთქვი, მე-5 სასწავლო წელია, რაც აღარ არსებობს და ნაგავსაყრელადაა ქცეული“,- წერს ნიკა ჩერქეზიშვილი.
ციტატები სტატიიდან
„გუშინ, ნაძალადევში, მე-14 საჯარო სკოლის წინ მოხდა უმძიმესი ამბავი, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო მე-5 კლასის მოსწავლე გოგონამ. ეს არის სკოლა, სადაც სასწავლო პროცესი მე-5 წელია შეწყვეტილია და ამ დრომდე ჯერ ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული. შემთხვევა მოხდა მაშინ, როდესაც მოსწავლეები სამარშრუტო ტაქსებით სკოლასთან მოიყვანეს. ბავშვმა დაზიანება სკოლის ნანგრევებზე შემოვლებულ ღობეზე მიიღო. სკოლის შენობა, როგორც ვთქვი, მე-5 სასწავლო წელია, რაც აღარ არსებობს და ნაგავსაყრელადაა ქცეული“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.