ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისი მარათონის ჩატარებასთან დაკავშირებით, 26 სექტემბრის 23:00 საათიდან 27 სექტემბრის 13:00 საათამდე დედაქალაქის რამდენიმე ქუჩასა და საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდებარუსთავი 2

„თბილისი მარათონის“ გამო 26 სექტემბრის 23:00 საათიდან 27 სექტემბრის 13:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე - შოთა რუსთაველის გამზირის კვეთიდან (ზეთისხილის ხიდან) მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები ვერ შეძლებენ გადაადგილებას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით.

27 სექტემბრის 06:00 საათიდან 12:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება შემდეგ მონაკვეთებზეც: ინაშვილის, რევაზ თაბუკაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და დაჩი უჯარმელის ქუჩებზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შესაბამის მონაკვეთზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, დიმიტრი გულუას მოედანზე, გია გულუას, ჯოვანი სკუდიერის, ხიდის, იტალიის, სოლიკო ვირსალაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩებზე. აღნიშნულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა გარბენის პარალელურად, ეტაპობრივად გაიხსნება.

შეზღუდვის პერიოდში პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მომავალი ავტომობილები მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხვედრას შეძლებენ თამარ ჭოველიძის, ვასილ ბარნოვის, კოტე მაყაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის, დანიელ ჭონქაძის, ამაღლების, ლადო ასათიანის, იერუსალიმის, თუმანიანის, ვახტანგ გორგასლისა და გულუას ქუჩების გავლით.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ამომსვლელი ავტომანქანები ვერ გააგრძელებენ მოძრაობას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისკენ, მოძრაობის გაგრძელება შეეძლებათ მხოლოდ გალაკტიონის ხიდის გავლით კოტე მარჯანიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

გულუას ქუჩიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით და 300 არაგველის ხიდის გავლით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.