ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბაქოში გამართულ აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს (AIIF 2026) დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე, საინვესტიციო შესაძლებლობებსა და "შუა დერეფნის" მნიშვნელობაზე.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს დაესწრო
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს დაესწრორუსთავი 2

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს (AIIF 2026) დაესწრო. ფორუმი 25–26 სექტემბერს, ბაქოში იმართება და მისი მთავარი თემაა - "ნდობის აღდგენა ფრაგმენტირებულ მსოფლიოში: სამხრეთ კავკასია, როგორც გლობალური კავშირებისა და საინვესტიციო სტაბილურობის საყრდენი".

ფორუმის ფარგლებში განიხილება რეგიონში საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერება, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და გლობალური კავშირების ხელშეწყობა. ღონისძიებაში მონაწილეობენ საერთაშორისო ინვესტორები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს შესახებ გამახვილდა ყურადღება. ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაძლიერებას, "შუა დერეფნის" მნიშვნელობას და პოტენციალს, რეგიონული და გლობალური კავშირების განვითარების მიმართულებით.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მეგობრობის ჯგუფის წევრები - ანტონ ობოლაშვილი, სავალან მირზოევი და ზაურ დარგალი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.