“რას ითხოვთ? თუ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას არ ითხოვთ, მსგავსი აქციებით ხომ არ უბიძებთ მთავრობას უფრო გაამკაცროს დევნა?” – ბადრი გრიგალაშვილი
პოლიტიკოსი ბადრი გრიგალაშვილი ეხმაურება ენმ-ის ორგანიზებულ აქციას და აცხადებს, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ არსებული მკაცრი მიდგომა და პოლიციის მხრიდან დევნა პრობლემას არ აგვარებს, არამედ ზრდის სიკვდილიანობასა და ფატალურ შემთხვევებს. მისი თქმით, ბუნდოვანია, რას ითხოვს ოპოზიცია და მსგავსი აქციები შესაძლოა მთავრობას დევნის კიდევ უფრო გაკმაცრებისკენ უბიძგებდეს.

პოლიტიკოსი, ბადრი გრიგალაშვილი, ენმ-ის დაორგანიზებულ აქციას ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ეხმაურება და წერს:
ნაციონალურ მოძრაობას აქვს ნარკოტიკების წინააღმდეგ აქცია,
კარგია ამ თემას ყურადღებას რომ უთმობთ, მაგრამ გამოსავალს რაში ხედავთ ბუნდოვანია.
ყველაფერი ისედაც აკრძალულია, 20 წლამდე ან უვადო ციხით ისჯება მძიმე ნარკოტიკების რეალიზაცია.
მარიხუანაზე რიგები დგას ნარკოლოგიურებთან, დღეში ასობით ადამიანს აშარდინებენ ისევ.
ყველა ფეხის ნაბიჯზე მენტები აჩერებენ ახალგაზრდებს და ჯიბეებში უძვრებიან.
2026 წლის პირველ 6 თვეში ნარკოდანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5000-მდე ადამიანის მიმართ. რეკორდული რიცხვია.
ამ მკაცრმა მიდგომამ მიგვიყვანა იქამდე, რომ წვდომა შეიზღუდა მარიხუანაზე და ბაზარზე დაბრუნდა ბიო, რომელიც ხოცავს ადამიანებს.
ანუ, სიმკაცრემ გაზარდა ფატალური შემთხვევები.
ჯერ დედამიწის არცერთ ქვეყანაში, არცერთ დროში ნარკოტიკების პოლიციის ხელით დევნას, ნარკოტიკი არ გაუქრია.
თქვენ რას ითხოვთ?
თუ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, თუნდაც დეკრიმინალიზაციას არ ითხოვთ,
მსგავსი აქციებით ხომ არ უბიძებთ მთავრობას უფრო გაამკაცროს დევნა?
დევნის გამკაცრება, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბაზარზე ნარკოტიკს ვერ გააქრობს, მხოლოდ სიკვდილიანობას გაზრდის და ეს პასუხისმგებლობა გასააზრებელია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…