"პირველების" ინფორმაციით, გამთენიისას დიდ დიღომში სპეცოპერაცია ქილერის დასაკავებლად ჩატარდა
შსს-ს ინფორმაციით, დიდ დიღომში და ოზურგეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი დააკავეს, რომლებსაც წარსული კონფლიქტის ნიადაგზე შეკვეთილი მკვლელობის მომზადება ედავებიან. საქმეში ასევე ფიგურირებს საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი ალექსანდრე ქურასბედიანი (მეტსახელად „წრიპა“), რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

"პირველების" ინფორმაციით, გამთენიისას დიდ დიღომში სპეცოპერაცია ქილერის დასაკავებლად ჩატარდა - ფარნავაზ მეფის 26-ში ხელბორკილები დაადეს პირს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა პირმა ნაცნობის მოკვლის მიზნით დაიქირავა.
გამოძების თანახმად, თბილისიდან გურიაში ჩასულ ქილერს დაკავების შემთხვევაში მატერიალურ უზრუნველყოფასა და პენიტენციურ დაწესებულებაში მფარველობას დაჰპირდნენ.
შსს-ს თანახმად, დანაშაულის მომზადების მოტივად წარსულში მომხდარი კონფლიქტი სახელდება.
საქმეში ფიგურირებს საზღვარგარეთ მცხოვრები "კანონიერი ქურდი" მეტსახელად "წრიპა - ფარული საგამოძებო მოქმედებებით ირკვევა, რომ სწორედ "წრიპას", იგივე ალექსანდრე ქურასბედიანს დაუკავშირდნენ დაკავებული პირები დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით და მკვლელობის დეტალები, მათ შორის დრო და ადგილი განსაზღვრეს.
ოპერატიული ღონისძიებებითა და საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე, დასტურდება, რომ ბრალდებულებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და ასაფეთქებელი მოწყობილობა, შეისწავლეს მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტი, შეარჩიეს ჩასაფრებისა და თავდასხმისთვის ხელსაყრელი ადგილი და წინასწარ შეიმუშავეს დანაშაულის დაფარვის გეგმა.
შსს-მ არნიშნულ ფაქტზე სამი პირი დააკავა - ორ პირს ხელბორკილები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაადეს, ერთს კი თბილისში.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დანაშაულის სისრულეში მოყვანამდე დააკავეს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებულია სამი პირი, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიგაშიფრულია მკვლელობის მომზადების სქემა - საქმეში „კანონიერ ქურდი“ „წრიპა“ ფიგურირებს (სპეცოპერაციის დეტალები)
- ტაბულა"ე.წ. კანონიერ ქურდთან ერთად მკვლელობა დაგეგმეს" - გურიაში 3 პირი დააკავეს
- ბათუმელებიგურიაში პოლიციამ სამი პირი დააკავა, უცხოეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს, „წრიპას“, ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
- რუსთავი 2გურიის პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით, 3 პირი დააკავა, ხოლო "კანონიერ ქურდს" ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
- ფორმულაშსს-მ გურიაში ჯგუფურად მომზადებული განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სამი პირი დააკავა
- ტაბულაე.წ კანონიერ ქურდს, ალექსანდრე ქურასბედიანს (წრიპა) ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ
- რუსთავი 2"კურიერი" იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს
- რუსთავი 2როგორ იგეგმებოდა შეკვეთილი მკვლელობა და რა როლი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდს" - მძიმე დანაშაულის ჯგუფურად მომზადებისა და "ქურდული სამყაროს" წევრობის საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის სამი წევრია დაკავებული
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…