ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ანტონიო კოშტა - რუსეთმა არაერთხელ შეუქმნა საფრთხე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებას, მან ეს სახიფათო ესკალაცია უნდა შეწყვიტოს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი გლობალურ შედეგებს იწვევს და არღვევს საერთაშორისო სამართალს. მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა საფრთხე შეუქმნა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებას და მოუწოდა მას, შეწყვიტოს ესკალაცია.

ანტონიო კოშტა - რუსეთმა არაერთხელ შეუქმნა საფრთხე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებას, მან ეს სახიფათო ესკალაცია უნდა შეწყვიტოს
ანტონიო კოშტა - რუსეთმა არაერთხელ შეუქმნა საფრთხე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებას, მან ეს სახიფათო ესკალაცია უნდა შეწყვიტოსინტერპრესნიუსი

ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა თავად აირჩია, თუმცა მას გლობალური შედეგები აქვს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კონფლიქტები არასდროს შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ტერიტორიით, მათ გავლენა აქვთ სასურსათო უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკულ ბაზრებზე, მიგრაციაზე, განვითარებასა და გლობალურ სტაბილურობაზე.

“ამას ვხედავთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის მაგალითზე. ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა თავად აირჩია, თუმცა მას გლობალური შედეგები აქვს. აგრესიის ეს დამანგრეველი აქტი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ ხორციელდება, გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით”, - აღნიშნა კოშტამ.

მისი თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას უკრაინის საზღვრებს გარეთაც.

“მიუღებელია, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში რუსეთმა არაერთხელ შეუქმნა საფრთხე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებას. რუსეთმა ეს სახიფათო ესკალაცია უნდა შეწყვიტოს”, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის მიმართ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა შეაჩეროს ეს ომი და შექმნას პირობები ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. “ეს ომი უნდა დასრულდეს”, - აღნიშნა კოშტამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამას ვხედავთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის მაგალითზე. ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა თავად აირჩია, თუმცა მას გლობალური შედეგები აქვს. აგრესიის ეს დამანგრეველი აქტი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ ხორციელდება, გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მიუღებელია, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში რუსეთმა არაერთხელ შეუქმნა საფრთხე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებას. რუსეთმა ეს სახიფათო ესკალაცია უნდა შეწყვიტოს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ეს ომი უნდა დასრულდეს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.