ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ნაციონალური მოძრაობის" მორიგი პერფორმანსი - ანა წითლიძე ცდილობს, ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები ბიძინა ივანიშვილს დაუკავშიროს

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნებაშინაგან საქმეთა სამინისტრო

ქართულმა ოცნებამ დაგმო ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის განცხადება, რომელმაც ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა. თავად წითლიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

"ნაციონალური მოძრაობის" მორიგი პერფორმანსი - ანა წითლიძე ცდილობს, ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები ბიძინა ივანიშვილს დაუკავშიროს
"ნაციონალური მოძრაობის" მორიგი პერფორმანსი - ანა წითლიძე ცდილობს, ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები ბიძინა ივანიშვილს დაუკავშიროსრუსთავი 2

"თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს", - ასე აფასებს "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" და მისი წევრის, ანი წითლიძის განცხადებას - ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები ბიძინა ივანიშვილს დაუკავშიროს.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, საქართველოში ნარკოტიკების გავრცელებისა და ნარკორეალიზატორების რაოდენობის შესახებ საზოგადოებაში კითხვები არსებობს.

"წარმოუდგენელია, რომ ქვეყანაში ამ რაოდენობით ნარკოტიკი ტრიალებდეს. წარმოუდგენელია, ამდენი ნარკობარიგა ამ ქვეყანაში არსებობდეს და ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი არ იცოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სანდო წყარო არც ჩემთვის არის და არც საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, მთავარი სტატისტიკა არის თბილისის ქუჩებში, მთავარი სტატისტიკა არის საქართველოს ქუჩებში", - აცხადებს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრი ანა წითლიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს“
„წარმოუდგენელია, რომ ქვეყანაში ამ რაოდენობით ნარკოტიკი ტრიალებდეს. წარმოუდგენელია, ამდენი ნარკობარიგა ამ ქვეყანაში არსებობდეს და ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი არ იცოდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო სანდო წყარო არც ჩემთვის არის და არც საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, მთავარი სტატისტიკა არის თბილისის ქუჩებში, მთავარი სტატისტიკა არის საქართველოს ქუჩებში“
ანა წითლიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნარკოდანაშაულზე "ნაცმოძრაობის" ბრალდებებს "ქართული ოცნება" პასუხობს - მმართველი გუნდი ოპონენტებს დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები