პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპმა საბოლოოდ გადაწყვიტა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე. თავად ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ აშშ ფრთხილად უნდა იყოს ამ საკითხში, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ იყო.

ტრამპმა საბოლოოდ გადაწყვიტა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემა – ზელენსკი
ნეტგაზეთი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპმა საბოლოო თანხმობა განაცხადა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნიუ-იორკში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას თეთრი სახლის ხელმძღვანელმა მას აცნობა, რომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემის შესახებ.

„არის კონკრეტული შეთანხმებები. პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემთან ბოლო შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა: „დიახ, მე მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება: უკრაინა მიიღებს Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ანამდე ზელენსკი იუწყებოდა, რომ უკრაინა შეთანხმდა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების პაკეტის მიწოდებაზე.

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი დადებითად არის განწყობილი Patriot-ის რაკეტების ლიცენზიების გადაცემის მიმართ.

მოგვიანებით სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ-ს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემის შესახებ.

31 ივლისს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადამჭერი რაკეტების წარმოების ნებართვის გადაცემის შესაძლებლობის კომენტირებისას, განაცხადა, რომ აშშ „ძალიან ფრთხილად უნდა იყოს“ ამ საკითხში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 4
  1. ალიაოპოზიციურიკიევმა ტრამპისგან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიაზე საბოლოო თანხმობა მიიღო – ზელენსკი
  2. ტაბულაოპოზიციურიკიევმა ტრამპისგან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიაზე საბოლოო თანხმობა მიიღო – ზელენსკი
  3. ფორმულაოპოზიციურიზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა პატიროტის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა გამოთქვა
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზელენსკი: ტრამპმა საბოლოოდ გადაწყვიტა უკრაინას მისცეს Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზია
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია - ზელენსკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები