ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

რატი იონათამიშვილი გაერო-ში პრემიერის გამოსვლის შესახებ: „მსოფლიოს წინაშე მკაფიოდ გაჟღერდა საქართველოს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა სოციალურ ქსელში შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან და მას ისტორიული უწოდა.

რატი იონათამიშვილი გაერო-ში პრემიერის გამოსვლის შესახებ: „მსოფლიოს წინაშე მკაფიოდ გაჟღერდა საქართველოს
რატი იონათამიშვილი გაერო-ში პრემიერის გამოსვლის შესახებ: „მსოფლიოს წინაშე მკაფიოდ გაჟღერდა საქართველოსPOSTV

x

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან იყო ისტორიული და საამაყო მომენტი ჩვენი ქვეყნის თითოეული პატრიოტისთვის“, – წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

„მსოფლიოს წინაშე მკაფიოდ გაჟღერდა საქართველოს სათქმელი – მშვიდობის, სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და ღირსების დაცვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გზავნილი, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია და საქართველოს არჩევანი ამ უმძიმესი გამოწვევის მშვიდობიანი გზით გადაჭრაა.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, განვითარებასა და ქვეყნის მზარდ როლზე საერთაშორისო ასპარეზზე საუბარი მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო ბიზნესისთვისაც და დამატებითი სტიმული საქართველოში მსხვილი საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად.

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას აქვს დიდი ისტორია, საკუთარი ხმა და უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი.

საამაყოა, როდესაც მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ ტრიბუნაზე შენი ქვეყნის ხმა ღირსეულად ისმის“, – წერს იონათამიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან იყო ისტორიული და საამაყო მომენტი ჩვენი ქვეყნის თითოეული პატრიოტისთვის“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მსოფლიოს წინაშე მკაფიოდ გაჟღერდა საქართველოს სათქმელი – მშვიდობის, სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და ღირსების დაცვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გზავნილი, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია და საქართველოს არჩევანი ამ უმძიმესი გამოწვევის მშვიდობიანი გზით გადაჭრაა. ამასთან, საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, განვითარებასა და ქვეყნის მზარდ როლზე საერთაშორისო ასპარეზზე საუბარი მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო ბიზნესისთვისაც და დამატებითი სტიმული საქართველოში მსხვილი საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას აქვს დიდი ისტორია, საკუთარი ხმა და უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. საამაყოა, როდესაც მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ ტრიბუნაზე შენი ქვეყნის ხმა ღირსეულად ისმის“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.