რუსთავის ციხეში ნარკოტიკი შეჰქონდათ – პენიტენციური
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რუსთავის #17-ე ციხეში პატიმართან ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს. საქმეზე შესაბამისი მასალები საგამოძიებო უწყებას გადაეცემა.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ რუსთავის #17-ე ციხეში ოჯახის წევრს პატიმართან ნარკოტიკული საშუალება შეჰქონდა.
მათივე ცნობით, ფაქტზე რეაგირების მიზნით, შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადასცეს საგამოძიებო უწყებას. შემთხვევა გუშინ, 24 სექტემბერს მოხდა.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე უსაფრთხოებისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებმა №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს.
სავარაუდო დანაშაულში მხილებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრი, რომელიც დაწესებულებაში პაემანზე შედიოდა“, – აცხადებს უწყება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…