პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლისის ტბასთან, დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

თავდაცვის სამინისტრო

ლისის ტბასთან დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი გაიმართა, რომელშიც სამხედროებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში ჩაირიცხება.

ლისის ტბასთან, დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
რუსთავი 2

ლისის ტბასთან, დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად ყოველწლიური საქველმოქმედო მარათონი გაიმართა. მარათონში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, მოქმედმა და დაჭრილმა სამხედროებმა, ასევე უწყების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.

მარათონის დისტანციები (21კმ, 7კმ და 3კმ) დაფარეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.

მარათონი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერას. საქველმოქმედო გარბენიდან შემოსული თანხა "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში" ჩაირიცხება.

გარბენი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სსიპ თავდაცვის მოხალისეს, თავდაცვის ატაშეების ასოციაციისა და "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" ორგანიზებით ჩატარდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ალიაოპოზიციური„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
  2. BM.GEოპოზიციური„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაჭრილ-დაშავებული სამხედროები დააჯილდოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები