ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

5 წელიწადში, ჩვენი მთავარი საზრუნავი ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უთანასწორობის შემცირება იქნება | პრემიერი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მთავრობის მთავარი საზრუნავი ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება და რეგიონებში შესაძლებლობების ამაღლება იქნება. მან ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ინვესტიციებზე, სიღარიბის შემცირებაზე და სამიტიდან სამომავლო გეგმებზე.

5 წელიწადში, ჩვენი მთავარი საზრუნავი ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უთანასწორობის შემცირება იქნება | პრემიერი
5 წელიწადში, ჩვენი მთავარი საზრუნავი ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უთანასწორობის შემცირება იქნება | პრემიერიBM.GE

მომდევნო 5 წელიწადში, საქართველოს მთავრობის მთავარი საზრუნავი ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უთანასწორობის შემცირება იქნება - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში არსებული გაურკვეველი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან შეფარდება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებს შორის და 2021-2025 წლებში საშუალოდ მშპ-ის 6%-ს აღემატებოდა. "ეს კი ქვეყნის ზრდის პოტენციალის მიმართ ინვესტორთა ნდობაზე მეტყველებს" - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების პერსპექტივას ასევე სხვადასხვა სფეროებში მსხვილი და მრავალწლიანი საინვესტიციო პროექტების დაწყება ამყარებს, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და უძრავი ქონება.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "წარმატების ნამდვილი საზომი ის არის, თუ როგორ აუმჯობესებს ეს ყველაფერი ადამიანების ცხოვრებას". ის ამბობს, რომ ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები ხელშესახებ სოციალურ შედეგებში უნდა აისახოს, რაც ნიშნავს ერთ სულ მოსახლეზე წარმოების ზრდას, რეალური ხელფასების მატებას, სიღარიბის შემცირებას, უკეთეს სამუშაო ადგილებს და უფრო მეტ ეკონომიკურ მდგრადობას.

"ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს შედეგები კონკრეტული და გაზომვადი სახით არის ასახული მაჩვენებლებში, რაც საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მეტყველებს, მაგ. სიღარიბის მაჩვენებელი სამჯერ შემცირდა და 7.1%-ს შეადგენს, 2020 წლის 21.3%-თან შედარებით.

თუმცა ეს მიღწევა მხოლოდ ერთი ნაწილია იმ უფრო ფართო ტრანსფორმაციისა, რომლის განხორციელებისკენაც ვისწრაფვით.

შესაბამისად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უთანასწორობის შემცირება, თითოეულ რეგიონში შესაძლებლობების ამაღლება, იმის უზრუნველყოფა, რომ ეკონომიკური ზრდის სარგებელი ფართოდ გადანაწილდეს და არავინ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა.

აღნიშნული პრიორიტეტები სრულად შეესაბამება საქართველოს მიერ „მდგრადი განვითარების მიზნების" მიღწევის მიმართ აღებულ ვალდებულებას, რაც ასევე ასახულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მდგრადი განვითარების მიზნით თანამშრომლობისთვის გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაში 2026-2030 წლების პერიოდში", - განაცხადა პრემიერმა ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძემ ქვეყნის განვითარების ათწლიან პერსპექტივაზეც ისაუბრა და განაცხადა: "მომავალი ათწლეულისთვის ჩვენი ამბიციაა, რომ საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად გარდავქმნათ, რაც შესაძლებელი გახდება ეკონომიკის უფრო მეტად დივერსიფიკაციით, ცოდნაზე დაფუძნებული საქმიანობის გაფართოებით და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებით".

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს კი ქვეყნის ზრდის პოტენციალის მიმართ ინვესტორთა ნდობაზე მეტყველებს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„წარმატების ნამდვილი საზომი ის არის, თუ როგორ აუმჯობესებს ეს ყველაფერი ადამიანების ცხოვრებას“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს შედეგები კონკრეტული და გაზომვადი სახით არის ასახული მაჩვენებლებში, რაც საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მეტყველებს, მაგ. სიღარიბის მაჩვენებელი სამჯერ შემცირდა და 7.1%-ს შეადგენს, 2020 წლის 21.3%-თან შედარებით. თუმცა ეს მიღწევა მხოლოდ ერთი ნაწილია იმ უფრო ფართო ტრანსფორმაციისა, რომლის განხორციელებისკენაც ვისწრაფვით. შესაბამისად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უთანასწორობის შემცირება, თითოეულ რეგიონში შესაძლებლობების ამაღლება, იმის უზრუნველყოფა, რომ ეკონომიკური ზრდის სარგებელი ფართოდ გადანაწილდეს და არავინ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. აღნიშნული პრიორიტეტები სრულად შეესაბამება საქართველოს მიერ „მდგრადი განვითარების მიზნების" მიღწევის მიმართ აღებულ ვალდებულებას, რაც ასევე ასახულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მდგრადი განვითარების მიზნით თანამშრომლობისთვის გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაში 2026-2030 წლების პერიოდში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მომავალი ათწლეულისთვის ჩვენი ამბიციაა, რომ საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად გარდავქმნათ, რაც შესაძლებელი გახდება ეკონომიკის უფრო მეტად დივერსიფიკაციით, ცოდნაზე დაფუძნებული საქმიანობის გაფართოებით და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებით“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.