ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვაშინგტონისა და პეკინის წარმომადგენლები მოლაპარაკებების მაგიდაზე არაერთ დოკუმენტსა და ახალ ინიციატივას წარმოადგენენ - ჩინეთის ლიდერის სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტი აშშ-ში

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი აშშ-ში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. თეთრ სახლში ოფიციალური დახვედრის ცერემონიისა და ბრიფინგის შემდეგ, ლიდერებმა დახურულ კარს მიღმა დაიწყეს მოლაპარაკებები. მხარეები განიხილავენ ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, მინერალების მიწოდების, ფენტანილის კონტრაბანდისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებს, ასევე გეოპოლიტიკურ თემებს.

ვაშინგტონისა და პეკინის წარმომადგენლები მოლაპარაკებების მაგიდაზე არაერთ დოკუმენტსა და ახალ ინიციატივას წარმოადგენენ - ჩინეთის ლიდერის სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტი აშშ-ში
ვაშინგტონისა და პეკინის წარმომადგენლები მოლაპარაკებების მაგიდაზე არაერთ დოკუმენტსა და ახალ ინიციატივას წარმოადგენენ - ჩინეთის ლიდერის სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტი აშშ-შირუსთავი 2

სახელმწიფო ვიზიტის პირველი დღე თეთრი სახლის სტუმრობით დაიწყო. ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს და მისი მეუღლის, პენ ლიუანის, კორტეჟს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირველი ლედი, მელანია ტრამპი დახვდნენ.

მალევე, დელეგაციებმა მთავარ დარბაზში გადაინაცვლეს და, ორივევე ქვეყნის წარმომადგენლების თანდასწრებით, ბრიფინგი გამართეს. ოფიციალური მისალმების და ერთობლივი განცხადებების შემდეგ, ლიდერებმა დახურულ კარს მიღმა გადაინაცვლეს.

მოლაპარაკებებამდე, შედგა დახვედრის ოფიციალური ცერემონია. "Air China"-ს "747" ტიპის ავიალაინერი ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათზე დაეშვა. 1962 წლის შემდეგ პირველად, სხვა სახელმწიფოს მეთაურს აეროდრომზე შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირველი ლედი დახვდნენ. დონალდ და მელანია ტრამპებმა საჰაერო ხომალდის კიბემდე 30-მეტრიანი წითელი ხალიჩა გაიარეს და სტუმრების გამოჩენას სწორედ იქ დაელოდნენ. ჩინეთის ლიდერს და მის მეუღლეს ტრამპმა მიმართა, თუმცა დიალოგის ჩაწერა რეპორტიორებმა ვერ მოახერხეს.

დახვედრის ცერემონია ორი ქვეყნის ეროვნული ჰიმნის შესრულებით დაიწყო, რასაც ზალპიც მოჰყვა. აეროდრომს "B-1 Lancer"-ის ტიპის ორმა ბომბდამშენმა გადაუფრინა. ჩინეთის ლიდერს 21-კაციანი საპატიო ყარაულის შემადგენლობა და მედროშეები მიესალმნენ. ასაფრენ ზოლზე კი დემონსტრაციისთვის ექვსი "F-16" და ექვსი "F-22" ტიპის გამანადგურებელი იყო განლაგებული. დონალდ და მელანია ტრამპები, სი ძინპინი და პენგ ლიუანი სხვადასხვა ავტომობილში ჩასხდნენ და გეზი ვაშინგტონისკენ აიღეს.

თეთრ სახლში ახლა ჩინეთის ლიდერის ვიზიტის პატივსაცემად დაგეგმილი მიღებისთვის ემზადებიან. შედგება საზეიმო ბანკეტიც. მოსაწვევები დიპლომატებმა, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელებმა და საბანკო სექტორის ლიდერებმა მიიღეს.

ამერიკელი და ჩინელი დიპლომატები მოლაპარაკებების მაგიდაზე არაერთ დოკუმენტსა და ახალ ინიციატივას წარმოადგენენ. შეთანხმების პროექტები და ანგარიშები ორმხრივ ვაჭრობას, სოფლის მეურნეობასა და იშვიათი მინერალების მიწოდებას ეხება. მხარეები განიხილავენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფენტანილის კონტრაბანდის აღმოფხვრის გზებსა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობას.

გეოპოლიტიკური მოლაპარაკებების მთავარი თემები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება, რუსეთ-უკრაინის ომი და ტაივანი იქნება.

ჩინეთის ლიდერის სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტი პარასკევს დასრულდება. უკვე დაიგეგმა დონალდ ტრამპის და სი ძინპინის მორიგი შეხვედრაც. მხარეები ერთმანეთის პირისპირ დეკემბერში, მაიამიში, "დიდი ოცეულის" სამიტზე შეხვდებიან. ცნობილია, რომ სტრატეგიულ დიპლომატიურ ღონისძიებაზე დასასწრებად მიწვევა თეთრი სახლიდან კრემლის ლიდერმაც მიიღო.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.