ტრამპის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკომ 15 პოლიტპატიმარი შეიწყალა
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აშშ-სთან მოლაპარაკებების ფონზე 15 პოლიტიკური პატიმარი შეიწყალა. გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯონ კოულთან მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ აშშ-სთან გამართული მოლაპარაკებების ფონზე, კიდევ 15 პოლიტიკური პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალებულებიდან 10 ქალია, 5 კი - მამაკაცი. მათივე განცხადებით, ამ 15 პატიმრიდან 13-მა "ექსტრემისტული ხასიათის დანაშაული" ჩაიდინა.
Reuters-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ლუკაშენკომ გასულ კვირას დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯონ კოულთან მინსკში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კოული ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებს 1 წელზე მეტია, აწარმოებს და ამ დროისთვის მან, ზოგიერთი სანქციის მოხსნის სანაცვლოდ, მიაღწია ასობით პატიმრის გათავისუფლებას - მათ შორის არიან: ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები, ჟურნალისტები და ადვოკატები.
ბელარუსში აკრძალული უფლებადამცველი ორგანიზაცია "ვესნას" ცნობით, ქვეყანაში კვლავ რჩება 883 პოლიტიკური პატიმარი, რომლებსაც ბრალად ედებათ ექსტრემისტული საქმიანობა, სიძულვილის გაღვივება და პრეზიდენტის შეურაცხყოფა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…