სამტრედია–გრიგოლეთის ავტობანის ჩაკეტილ მონაკვეთზე მოძრაობა უკვე განახლდა – დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის ლესა-ხაჯალიას მონაკვეთზე ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დაგეგმილზე ადრე განახლდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის ლესა-ხაჯალიას მონაკვეთზე მოძრაობა განახლდა.
სამუშაოები 25 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, დეპარტამენტის განცხადებით, ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობდა და ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი დაგეგმილზე ადრე გაიხსნა.
„ამ ეტაპზე, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მესამე მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აღდგენილია“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.
შეგახსენებთ, რომ სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ლესა-ხაჯალიას მონაკვეთის ჩაკეტვის მიზეზი გახდა ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციები. ეს მონაკვეთი 2 თვის წინ გახსნეს.
ამავე თემაზე:
ლანჩხუთში ავტობანის 2 თვის წინ გახსნილი მონაკვეთი დროებით ჩაიკეტა – ხიდებთან დეფორმაციებია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.