ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

ეუთო

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ორი მხარის თანამშრომლობა, რეგიონული გამოწვევები და ეკონომიკური საკითხები. ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციის ლიდერებთან.

კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა
კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდარადიო თავისუფლება

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

„საუბარი შეეხო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხანგრძლივი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ის ფაქტი, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების მთავარი თემა სწორედ მშვიდობა, უსაფრთხოება და მდგრადი განვითარებაა, ამ საკითხის განსაკუთრებულ აქტუალობაზე მიუთითებს“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მთავრობის ცნობით, კობახიძემ გუტიერეშს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. მან ასევე გაუსვა ხაზი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობას, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს ეხება.

შეხვედრის შემდეგ კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გუტიერეშთან საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა და პარტნიორობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილა.

„მოხარული ვარ გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრით. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები“, - წერს კობახიძე.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და საქართველოს სამეზობლოში მიმდინარე პროცესებსაც.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაში ყველაზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს არის 9,3 პროცენტი და მიმდინარე წელს გვაქვს 7,9 პროცენტი. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აღნიშნული ეკონომიკური ზრდა და ის დოვლათი, რომელიც ქვეყანაში წარმოიქმნება, განაწილდეს საქართველოს მოქალაქეებზე და ეს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გაეროში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან;

შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრ და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან;

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოანთან;

ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგთან, რომელთან შეხვედრის დროსაც საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა.

კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეას 24 სექტემბერს მიმართავს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაში ყველაზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს არის 9,3 პროცენტი და მიმდინარე წელს გვაქვს 7,9 პროცენტი. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აღნიშნული ეკონომიკური ზრდა და ის დოვლათი, რომელიც ქვეყანაში წარმოიქმნება, განაწილდეს საქართველოს მოქალაქეებზე და ეს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„საუბარი შეეხო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხანგრძლივი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ის ფაქტი, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების მთავარი თემა სწორედ მშვიდობა, უსაფრთხოება და მდგრადი განვითარებაა, ამ საკითხის განსაკუთრებულ აქტუალობაზე მიუთითებს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.