ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

"დავით ფეიქრიშვილმა შეაფურთხა და სცემა" - პროკურატურა ირწმუნება, რომ დაზარალებულმა მომხდარიდან 1 წლის შემდეგ ამოიცნო ბრალდებულები

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, ტაქსის მძღოლზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულები დავით ფეიქრიშვილი და ალექსანდრე ჩაფოძე დაზარალებულმა მომხდარიდან ერთი წლის შემდეგ ამოიცნო. ბრალდებულებს ხულიგნობის მუხლით წარედგინათ ბრალი, ხოლო გიორგი ფეიქრიშვილს გამოძალვის მუხლით, და სამივეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

"დავით ფეიქრიშვილმა შეაფურთხა და სცემა" - პროკურატურა ირწმუნება, რომ დაზარალებულმა მომხდარიდან 1 წლის შემდეგ ამოიცნო ბრალდებულები
"დავით ფეიქრიშვილმა შეაფურთხა და სცემა" - პროკურატურა ირწმუნება, რომ დაზარალებულმა მომხდარიდან 1 წლის შემდეგ ამოიცნო ბრალდებულებიTV პირველი

პროკურატურა ირწმუნება, რომ დაზარალებულმა ტაქსი მძღოლმა მხოლოდ გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდგეგ ამოიცნო დავით ფეიქრიშვილი და მისი დაცვის წევრი, ალექსანდე ჩაფოძე, რომლებმაც მასზე ფიზიკური ძალადობა განახორიციელეს.

დავით დევიძე ამბობს, რომ ინციდენტი ჭავჭავაძის გამზირდე არა 2 წლის წინ, არამედ გასული წლის 2 ოქტომბერს მოხდა.

როცა დაზარალებულმა ამოიცნო დავით ჩაფოძე და დავით ფეიქრიშვილი, მაშინ დავაკავეთ. 21 სექტემბეს ამოიცნო დაზარალებულამ ბრალდებულები.

მიმდინარეობდა გამოძიება და როგორც გამოძიების მიერ გამოვლინდა ახალი გარემოება, გამოძიებით მოპოვებული იქნა ვიდეო-ჩანაწერები და არა მარტო ვიდეო ჩანაწერები", " - ამბობს სახელმწიფო მბრალმდებელი.

"პირველებმა" დავით დევიძეს ჰკითხა, ერთი წელი რატომ მოუნდა გამოძიება კადრების ამოღებას - პასუხად პროკურორმა თქვა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდნენ.

საქმეზე დანიშნული იყო სამედიცინო ექსპეტიზა, კამერები სრულად არ გვქონია. დაინიშნა ექსპერიზები, დრო დასჭირდა. დადგინდა, რომ განზრახ მხუბუქი დაზიანება მიაყენეს დააზრალებულს"

საქმის მასალების და კადრების მიხედვით, სახელმწიფო ბრალდება ამბობს - "დავით ფეიქრიშვილმა შეაფურთხა დაზარლებულს, შემდეგ სცემა, ხოლო მასთან ერთად ის სცემა ალექსანდრე ჩაფოძემ".

კადრებში ჩანს რომ ავტომობილიდან გადმოდიან ადამიანები, მათ შორის დავით ფეიქრიშვილი და ახორციელებენ პირზე ძალადობას, რის შემდეგაც ჭავჭავაძის გამზირზე ხდება მოძრაობის პარალიზება", - თქვა პროკურორმა.

სახელმწიფო ბრალდება ირწმუნება, რომ საქმეში "არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ არის" და არც დაგვიანებულ საგამოძიებო მოქმედებებს აღიარებს.

ასევე 21 სექტემბერს დადგინდა, რომ აღნიშნული ქმედებები ჩაიდინეს დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ მოხდა დაკავება.

სასამართლომ დავით ფეიქრიშვილი და მისი დაცვის თანამშრომელი, ალექსადნრე ჩაფოძემ სიწნასწარ პატიმრობაში გაუშვა.

"კრიმინალურ" წრეებთან დაახლოებულ დავით ფეიქრიშვილს და მისი დაცვის თანამშრომელს, ალექსანდრე ჩაფოძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა გიორგი ფეიქრიშვილსაც.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დავით ფეიქრიშვილმა შეაფურთხა დაზარლებულს, შემდეგ სცემა, ხოლო მასთან ერთად ის სცემა ალექსანდრე ჩაფოძემ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.