ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სასამართლომ დავით ფეიქრიშვილი და მისი დაცვის თანამშრომელი პატიმრობაში გაუშვა

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ფეიქრიშვილსა და მისი დაცვის თანამშრომელს, ალექსანდრე ჩაფოძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი ხულიგნობის მუხლით აქვთ წარდგენილი.

სასამართლომ დავით ფეიქრიშვილი და მისი დაცვის თანამშრომელი პატიმრობაში გაუშვა
სასამართლომ დავით ფეიქრიშვილი და მისი დაცვის თანამშრომელი პატიმრობაში გაუშვაTV პირველი

"კრიმინალურ" წრეებთან დაახლოებულ დავით ფეიქრიშვილს და მისი დაცვის თანამშრომელს, ალექსანდრე ჩაფოძეს აღკვეთის ღონისძიებსი სახით, 2 თვიანი, წინასწარი პატიმრობ შეეფარდათ.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადაა.

პატიმრობას ბრალდებულების მიმართ პროკურატურა ითხოვდა.

"კრიმინალურ" წრეებთან დაახლოებულ დავით ფეიქრიშვილს და მისი დაცვის თანამშრომელს, ალექსანდრე ჩაფოძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძმები ფეიქრიშვილების დასაკავებლად მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში გუშინ გამთენიისას ჩატარდა - "პირველების" ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის სპეცრაზმი ფეიქრიშვილების სახლებში ღამის 03:00 საათზე შევიდა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.