საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოსთან კონსტრუქციულ დიალოგს და მზად არის მომავალშიც განაგრძოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა - ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციასთან არსებული თანამშრომლობა და დემოკრატიული განვითარების საკითხები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. აღინიშნა ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის მხრივ.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს პრინციპებისადმი ერთგულება და აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც შეუწყობს ხელს დიალოგსა და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოსთან კონსტრუქციულ დიალოგს და მზად არის მომავალშიც განაგრძოს ორგანიზაციასთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე: ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
- ინტერპრესნიუსიირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემას ეფუძნება
- POSTVირაკლი კობახიძე: „ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…