ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

6 თვეში ლიზინგის სექტორის პორტფელმა ₾1.8 მილიარდს გადააჭარბა - რის ხარჯზე იზრდება ბაზარი?

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ლიზინგის სექტორის პორტფელმა 1.8 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო წმინდა მოგებამ 64.2 მილიონ ლარს მიაღწია. ბაზრის ზრდა ძირითადად ავტოლიზინგისა და ლომბარდების ლიზინგის ხარჯზე ხდება, რაზეც გავლენა იქონია აპრილიდან 6 წელზე ძველი ავტომობილების იმპორტის აკრძალვამაც.

6 თვეში ლიზინგის სექტორის პორტფელმა ₾1.8 მილიარდს გადააჭარბა - რის ხარჯზე იზრდება ბაზარი?
6 თვეში ლიზინგის სექტორის პორტფელმა ₾1.8 მილიარდს გადააჭარბა - რის ხარჯზე იზრდება ბაზარი?BM.GE

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ლიზინგის სექტორის პორტფელმა 1.8 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 8,5%-ით, ანუ 147,5 მილიონი ლარით აჭარბებს. გაზრდილია სექტორის მიერ გამომუშავებული წმინდა მოგებაც. სალიზინგო კომპანიებმა წელს 6 თვეში მოგება 7.8 მილიონით, 64.2 მილიონ ლარამდე გაზარდეს, რაც წლიურად 13,9%-იანი ზრდაა.

ბბ ლიზინგის გენერალური დირექტორის განმარტებით, ყველაზე მეტად ლომბარდების ლიზინგის პორტფელი იზრდება, ვიდრე კლასიკური სალიზინგო კომპანიების. კოტე სულამანიძის თქმით, სალიზინგო კომპანიების შემთხვევაში პორტფელი მხოლოდ ₾1 მილიარდია და კომპანიების შემოსავალი ძირითადად ავტოლიზინგის ხარჯზე იზრდება.

“პირველ რიგში უნდა გავმიჯნოთ სალიზინგო სექტორი ორი კატეგორიის მოთამაშეებად. ზემოთ აღნიშნული ციფრი მოიცავს ორივე კატეგორიას, ესაა როგორც სალიზინგოების ანუ კლასიკურ ლიზინგის გამცემი ორგანიზაციები, ისე ის მოთამაშეები, რომლებიც სალომბარდე ლიზინგს გასცემენ.

ცალკე რომ გავმიჯნოთ კლასიკური ლიზინგი, სადაც ჩვენ ვთამაშობთ, აქ პორტფელი მილიარდი გვაქვს. ზრდა არც ისე დიდია, დაახლოებით 1.3%-ია. ძირითადი განმაპირობებელი აქ ის არის, რომ ბიზნესის მიმართულებით არ მოხდა წელს პირველ ორ კვარტალში დიდი დაფინანსება, თუმცა ავტოს მიმართულებით გარკვეული ზრდაა. რატომაც არის ავტომიმართულების ზრდა, არის ის, რომ როგორც იცით, კანონი შემოვიდა საქართველოში — 6 წელზე ზევით ავტომობილების იმპორტი 1 აპრილიდან აიკრძალა. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ მომხმარებელმა, ვინც აპირებდა მანქანის შეძენას, იჩქარა და გარკვეულწილად გაყიდვები გაიზარდა ამ პერიოდამდე და ამან გამოიწვია ავტოლიზინგის ზრდა.

დაახლოებით 8%-იანი ზრდა არის ამ მიმართულებით. ჩვენს კონკრეტულ სალიზინგო სექტორის ჭრილში დაახლოებით 2%-იანი ზრდა გვაქვს. რომ შევაჯამოთ, ბაზარზე ყველაზე დიდი ზრდა უფრო ავტოლომბარდის ლიზინგს გააჩნია, ვიდრე კლასიკურ სალიზინგო კომპანიებს”, - აცხადებს კოტე სულამანიძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პირველ რიგში უნდა გავმიჯნოთ სალიზინგო სექტორი ორი კატეგორიის მოთამაშეებად. ზემოთ აღნიშნული ციფრი მოიცავს ორივე კატეგორიას, ესაა როგორც სალიზინგოების ანუ კლასიკურ ლიზინგის გამცემი ორგანიზაციები, ისე ის მოთამაშეები, რომლებიც სალომბარდე ლიზინგს გასცემენ. ცალკე რომ გავმიჯნოთ კლასიკური ლიზინგი, სადაც ჩვენ ვთამაშობთ, აქ პორტფელი მილიარდი გვაქვს. ზრდა არც ისე დიდია, დაახლოებით 1.3%-ია. ძირითადი განმაპირობებელი აქ ის არის, რომ ბიზნესის მიმართულებით არ მოხდა წელს პირველ ორ კვარტალში დიდი დაფინანსება, თუმცა ავტოს მიმართულებით გარკვეული ზრდაა. რატომაც არის ავტომიმართულების ზრდა, არის ის, რომ როგორც იცით, კანონი შემოვიდა საქართველოში — 6 წელზე ზევით ავტომობილების იმპორტი 1 აპრილიდან აიკრძალა. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ მომხმარებელმა, ვინც აპირებდა მანქანის შეძენას, იჩქარა და გარკვეულწილად გაყიდვები გაიზარდა ამ პერიოდამდე და ამან გამოიწვია ავტოლიზინგის ზრდა. დაახლოებით 8%-იანი ზრდა არის ამ მიმართულებით. ჩვენს კონკრეტულ სალიზინგო სექტორის ჭრილში დაახლოებით 2%-იანი ზრდა გვაქვს. რომ შევაჯამოთ, ბაზარზე ყველაზე დიდი ზრდა უფრო ავტოლომბარდის ლიზინგს გააჩნია, ვიდრე კლასიკურ სალიზინგო კომპანიებს“
კოტე სულამანიძე
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.