მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ეუთო-ს დღის წესრიგი, რეგიონში არსებული ვითარება, უსაფრთხოების გამოწვევები და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლი.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეუთო-ს დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობაზე.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებს. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობასა და ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს ამ მიმართულებით.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…