ზელენსკისა და ფონ დერ ლაიენის შეხვედრა დაძაბულობის ფონზე წარიმართა - უკრაინულმა მხარემ ევროკავშირის მიერ ორი რუსი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნის გამო მწვავე უკმაყოფილება გამოხატა
ნიუ-იორკში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრა დაძაბულობის ფონზე გაიმართა. უკრაინულმა მხარემ მწვავე უკმაყოფილება გამოხატა ევროკავშირის მიერ ორი რუსი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნის გამო. შეხვედრისას ასევე განიხილეს უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა, ზამთარში მოსალოდნელი რუსული იერიშები და საჰაერო თავდაცვის დეფიციტი.

ნიუ-იორკში ვოლოდიმირ ზელენსკის და ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრა დაძაბულობის ფონზე წარიმართა.
"ბლუმბერგის" ცნობით, უკრაინულმა მხარემ ევროკავშირის მიერ ორი რუსი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნის გამო მწვავე უკმაყოფილება გამოხატა.
მოლაპარაკებებზე, რომლის მთავარი თემა უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა იყო - კიევმა განსაკუთრებული ყურადღება ზამთარში რუსული იერიშების მოსალოდნელ გაძლიერებას და საჰაერო თავდაცვის დეფიციტზე გაამახვილა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.