ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქმის გარჩევა ამბროლაურის მერიაში - "პირველების" ინფორმაციით, მერს გუბერნიის მაღალჩინოსანი ფიზიკურად გაუსწორდა

ტვ პირველი

ამბროლაურის მერიაში გავრცელებული ინფორმაციით, მერს, ზაზა ქევანიშვილს გუბერნიის მაღალჩინოსანი ზურაბ ცაგურიშვილი ფიზიკურად გაუსწორდა. თავად ცაგურიშვილი მერთან კონფლიქტს უარყოფს და ამბობს, რომ თანამდებობა პირადი სურვილით, თბილისში გადასვლის გამო დატოვა, ხოლო ქევანიშვილმა ჟურნალისტის ზარს ზარის შემდეგ გათიშა და ვინაობაც უარყო.

საქმის გარჩევა ამბროლაურის მერიაში - "პირველების" ინფორმაციით, მერს გუბერნიის მაღალჩინოსანი ფიზიკურად გაუსწორდა
საქმის გარჩევა ამბროლაურის მერიაში - "პირველების" ინფორმაციით, მერს გუბერნიის მაღალჩინოსანი ფიზიკურად გაუსწორდაTV პირველი

ფიზიკური დაპირისპირება ამბროლაურის მერიაში - "პირველების" ინფორმაციით, მერს, ზაზა ქევანიშვილს თავს დაესხა და გაუსწორდა გუბერნიის მაღალჩინოსანი.

ადგილიდან გვიყვებიან, რომ დაპირისპირებას რამდენიმე ეპიზოდი ჰქონდა. მერზე თავდამსხმელად ზურაბ ცაგურიშვილი იგივე "მჟავე" სახელდება. ის TV პირველს ეუბნება, რომ პოსტი დატოვა, ოღონდ არა მერის ცემის, არამედ პირადი სურვილის გამო, რადგან მაღალმთიან რაჭაში მუშაობა აღარ სურდა.

ვისთან რა მომოვიდა? - არავითარი კონფლიქტი მე არ მომსვლია. დაივიწყეთ ეს ნომერი! სამსახურიდან არავის გავუთავისუფლებივარ, თავად დავწერე განცხადება, რადგან ოჯახი თბილისში მყავს - მეუღლე, შვილები და გადავდივარ დედაქალაქში საცხოვრებლად. ერთი წელი ვიყავი ოჯახის გარეშე და ძალიან რთულია. ისედაც დიდი ხანია, დაგეგმილი მქონდა თბილისში გადასვლა. მერთან არაფერი მომხდარა, დავასრულეთ საუბარი"- თქვა ცაგურიშვილმა.

"პირველები" ზაზა ქევანიშვილსაც დაუკავშირდა, მაღალჩინოსანმა თავდაპირველად მისი ვინაობა ჟურნალისტს დაუდასტურა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო რომ კითხვები ფიზიკურ ანგარიშსწორებას შეეხებოდა, ტელეფონი გათიშა. მორიგ ზარზე კი უკვე საკუთარი ვიბაობა უარჰყო.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
,, პირადად მეც, „ასავალ-დასავალის“ მთავარ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს, დაუყოვნებლივ დამადეთ ხელბორკილი!”წაიკითხე

უახლესი ამბები