ირაკლი კობახიძე: 50%-ზე მაღალია ნდობა მთავრობის მიმართ, რაც დადასტურდა არჩევნებში, საპარლამენტო არჩევნებში ავიღეთ 1 120 000 ხმა, შემდეგ ამდენივე ხმა ავიღეთ თვითმმართველობის არჩევნებში
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტისა და მთავრობის მიმართ ნდობა 50%-ზე მაღალია, რაც საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებში მიღებული 1 120 000 ხმით დადასტურდა.

ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ ნდობა არის 50%-ზე მაღალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, 50%-ზე მაღალია ნდობა მთავრობის მიმართ, რაც დადასტურდა არჩევნებში.
„რაც შეეხება ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას თუ დაცემას - რას ეყრდნობით? ყველა კვლევის თანახმად, აიღეთ ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტი და ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ ნდობა არის 50%-ზე მაღალი. არ მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, გვარამიას და ამდაგვარ კვლევებზე. 50%-ზე მაღალია ნდობა მთავრობის მიმართ, რაც დადასტურდა არჩევნებში. საპარლამენტო არჩევნებში ავიღეთ 1 120 000 ხმა, შემდეგ ამდენივე ხმა ავიღეთ თვითმმართველობის არჩევნებში, რაც ელექტრონულად იქნა დათვლილი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…