კობახიძე: გულსატკენია, რომ გულშემატკივარმა ასეთ შეთავაზებას არასწორი ქმედებით უპასუხა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბათუმში „ბეშიქთაშის“ მატჩისას პოლიციამ მძიმე პროვოკაციების პირობებში დაიცვა წესრიგი. პრემიერმა გულსატკენი უწოდა რამდენიმე ასეული გულშემატკივრის პროვოკაციულ ქმედებებს და ოპონენტებს პროვოკაციული განცხადებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში "ბეშიქთაშის" მატჩის დროს მომხდარზე მადლობა გადაუხადა პოლიციელებს. მისი თქმით, ძალიან მძიმე პროვოკაციების პირობებში მოხერხდა წესრიგის დაცვა.
კობახიძის თქმით, როცა გულშემატკივარს ასეთ შეთავაზებას უკეთებ და ის არასწორი ქმედებებით გპასუხობს, გულსატკენია.
"დავიწყებ პირველ რიგში მადლობით პოლიციელების მიმართ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. მათ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ძალიან მძიმე პროვოკაციის პირობებში დაეცვათ წესრიგი, აღეკვეთათ პროვოკაციები და თითოეული მათგანი, თითოეული პოლიციელი ჩვენგან იმსახურებს განსაკუთრებულ მადლობას. ძალიან მძიმე პროვოკაციები იყო.
სამწუხაროა, რომ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ცდილობს, ასეთი შემთხვევები გამოიყენოს არასწორი რიტორიკისთვის, არასწორი გზავნილებისთვის. მათ შორის არც ეს იყო გამონაკლისი შემთხვევა.
ჩვენ შევთავაზეთ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ ქვეყნის გარეთ, მაგრამ სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ ეს საფეხბურთო მატჩი ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში მათ ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემოდათ.
მიუხედავად იმისა, რომ, ბუნებრივია, რისკები არსებობდა, ჩვენ ეს მეგობრული ჟესტი განვახორციელეთ სწორედ ჩვენი მჭიდრო მეგობრობის გათვალისწინებით, რაც აკავშირებს ორ ქვეყანას, საქართველოსა და თურქეთს.
მოხარული ვარ, რომ თურქი გულშემატკივრების უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება ძალიან ღირსეულად მიიღო და ისინი ჩამოვიდნენ ძალიან ღირსეულად ჩვენს ქვეყანაში, თუმცა იყო რამდენიმე ასეული გულშემატკივარი, რომელსაც გულშემატკივარსაც ვერ ვუწოდებდი, გამოირჩეოდნენ პროვოკაციული ქმედებებით. ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩვენთვის, როდესაც ასეთ ტიპის შეთავაზებას უკეთებ გულშემატკივარს და ისინი ამას პასუხობენ არასწორი ქმედებებით, ეს არის ძალიან გულსატკენი და გულდასაწყვეტი. თუმცა, საბოლოოდ პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ყველა პოლიციელს.
მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, საუბარი მაქვს რადიკალებზე, რომლებიც პროვოკაციული განცხადებებისთვის იყენებენ ასეთ შემთხვევებს, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ საქართველოს ინტერესებს და თავი შეუკავონ პროვოკაციული და სამარცხვინო განცხადებებისგან", - თქვა კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაპრემიერი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა და მადლობა ყველა პოლიციელს, მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
პრემიერი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და მადლობა ყველა პოლიციელს, მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
პრემიერი ბათუმში მომხდარზე - როდესაც ასეთი ტიპის შეთავაზებას უკეთებ გულშემატკივარს და არასწორი ქმედებებით პასუხობენ, ძალიან გულსატკენია, თუმცა პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა - მოვუწოდებ ქართველ პროვოკატორებს, თავი შეიკავონ სამარცხვინო განცხადებებისგან
ირაკლი კობახიძე – პოლიციამ ბათუმში უზრუნველყო წესრიგის დაცვა, მადლობა პოლიციელებს, მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ საქართველოს ინტერესებს, თავი შეიკავონ სამარცხვინო განცხადებებისგან
ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევთავაზეთ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ ქვეყნის გარეთ, მაგრამ სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ ეს საფეხბურთო მატჩი ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში მათ ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემოდათ. ეს გავითვალისწინეთ. მიუხედავად იმისა, რომ, ბუნებრივია, რისკები არსებობდა, ჩვენ ეს მეგობრული ჟესტი განვახორციელეთ სწორედ ჩვენი მჭიდრო მეგობრობის გათვალისწინებით, რაც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას - საქართველოსა და თურქეთს
ირაკლი კობახიძე: „ჩვენ შევთავაზეთ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ ქვეყნის გარეთ, მაგრამ სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ ეს საფეხბურთო მატჩი ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში მათ ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემოდათ. ეს გავითვალისწინეთ. მიუხედავად იმისა, რომ, ბუნებრივია, რისკები არსებობდა, ჩვენ ეს მეგობრული ჟესტი განვახორციელეთ სწორედ ჩვენი მჭიდრო მეგობრობის გათვალისწინებით, რაც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას – საქართველოსა და თურქეთს“
პრემიერი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: „პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და მადლობა ყველა პოლიციელს, მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…