ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გიორგი სოსიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობაზე: „მნიშვნელოვანი

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ადასტურებს საქართველოს როლს მსოფლიო უსაფრთხოებასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით დარეგულირებაში.

გიორგი სოსიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობაზე: „მნიშვნელოვანი
გიორგი სოსიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობაზე: „მნიშვნელოვანიPOSTV

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობა შეაფასა.

სოსიაშვილი აღნიშნავს, რომ ასეთ მნიშვნელოვან სამიტში მონაწილეობა ადასტურებს, თუ რა დიდი როლი და მნიშვნელობა აქვს საქართველოს მსოფლიო უსაფრთხოებაში.

„მნიშვნელოვანი სამიტია, რომელსაც ბატონი პრემიერ-მინისტრი ესწრება და ამ მხრივ კიდევ ერთხელ დასტურდება ჩვენი ქვეყნის დიდი როლი და მნიშვნელობა მსოფლიო უსაფრთხოებაში, მშვიდობის ერთიანი კონცეფციის ჩამოყალიბებაში, ახალი დღის წესრიგის შექმნაში, რომელიც კონფლიქტებისა და ომის კერების მშვიდობიანი გზებით დარეგულირებას ნიშნავს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესებში ჩართულობა, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ამ რეგიონში ჩვენ ვიწვნიეთ ომის უბედურება და ომის საშინელება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთ გზად გვესახება მშვიდობიანი პოლიტიკა, შერიგების პოლიტიკა და ეს გზავნილები გააჟღერა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ამ სამიტზე.

საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, სწორედ ეს არის მსოფლიოსთვის, რომ ჩვენი ჩართულობით ძალიან სასიკეთო ძვრები უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ რეგიონის მშვიდობიანი დასტაბილურების თვალსაზრისით, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც, ვინაიდან, ერთმანეთზე ბევრი პროცესია გადაჯაჭვული“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობს. გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მნიშვნელოვანი სამიტია, რომელსაც ბატონი პრემიერ-მინისტრი ესწრება და ამ მხრივ კიდევ ერთხელ დასტურდება ჩვენი ქვეყნის დიდი როლი და მნიშვნელობა მსოფლიო უსაფრთხოებაში, მშვიდობის ერთიანი კონცეფციის ჩამოყალიბებაში, ახალი დღის წესრიგის შექმნაში, რომელიც კონფლიქტებისა და ომის კერების მშვიდობიანი გზებით დარეგულირებას ნიშნავს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესებში ჩართულობა, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ამ რეგიონში ჩვენ ვიწვნიეთ ომის უბედურება და ომის საშინელება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთ გზად გვესახება მშვიდობიანი პოლიტიკა, შერიგების პოლიტიკა და ეს გზავნილები გააჟღერა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ამ სამიტზე. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, სწორედ ეს არის მსოფლიოსთვის, რომ ჩვენი ჩართულობით ძალიან სასიკეთო ძვრები უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ რეგიონის მშვიდობიანი დასტაბილურების თვალსაზრისით, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც, ვინაიდან, ერთმანეთზე ბევრი პროცესია გადაჯაჭვული“
გიორგი სოსიაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.