ირაკლი ღარიბაშვილი ქოლ-ცენტრების მფარველად არ დამისახელებია – ჯიბლაძე
თბილისის საქალაქო სასამართლოში ელისო კილაძის წინააღმდეგ მიმდინარე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებული გივი ჯიბლაძე გამოკითხეს. კილაძის ადვოკატის განცხადებით, ჯიბლაძემ დახურულ პროცესზე ირაკლი ღარიბაშვილი ქოლ-ცენტრების მფარველად დაასახელა, თუმცა თავად ჯიბლაძემ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ღარიბაშვილი სხვა კონტექსტში ახსენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ელისო კილაძის მიმართ მიმდინარე, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული, გივი ჯიბლაძე გამოკითხეს, რომელიც გირაოთია გათავისუფლებული.
სხდომის დასრულების შემდეგ, ელისო კილაძის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ თქვა, რომ დახურულ პროცესზე გივი ჯიბლაძემ ქოლ-ცენტრების მფარველად ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
“მოწმე გივი ჯიბლაძემ აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო, ანუ ფარცხალაძე მფარველობდა [ქოლ-ცენტრს] და შემდეგ, როცა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა, მან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გაწია და ქოლ-ცენტრებს თავად ღარიბაშვილი მფარველობდა. მან ეს გამოძიებას უთხრა”. – ამბობს კილაძის ადვოკატი.
სხდომის დასრულების შემდეგ, გივი ჯიბლაძე TV პირველს ესაუბრა და ელისო კილაძის ადვოკატის განცხადებას სიცრუე უწოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მან თქვა თუ არა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ქოლ-ცენტრებს მფარველობდა, ჯიბლაძემ უპასუხა: “მე ეგ არ მითქვამს”
ამის შემდეგ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ანუ ღარიბაშვილის ამბავი მოგონილი იყო? რაზეც ჯიბლაძე პასუხობს: “კი, ელისო კილაძის”.
“მე [ღარიბაშვილი იმ ადამიანად არ დამისახელებია, ვინც ქოლ-ცენტრს მფარველობდა]”. – თქვა ჯიბლაძემ.
ჯიბლაძის თქმით, მან ღარიბაშვილი სხვა კონტექსტში ახსენა, რაც “საინტერესო არაა”.
ჟურნალისტი: ღარიბაშვილის სახელი დაასახელეთ თუ არა?
ჯიბლაძე: “ისე როგორც მფარველი, არა. სხვა კონტექსტში დავასახელე, მაგრამ ვერ გეტყვით, ეს საინტერესო არ ყოფილა”.
ციტატები სტატიიდან
„ისე როგორც მფარველი, არა. სხვა კონტექსტში დავასახელე, მაგრამ ვერ გეტყვით, ეს საინტერესო არ ყოფილა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.