ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სალომე სამადაშვილი - თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა

ლელოსაქართველოს პარლამენტი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი აჩვენებს ქვეყნის იზოლაციას, თუ მას ევროკავშირის ინსტიტუტებში არცერთი შეხვედრა არ ექნება. პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ბელგიის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებს შეხვდება.

სალომე სამადაშვილი - თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა
სალომე სამადაშვილი - თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანაინტერპრესნიუსი

თუ ეს ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ შალვა პაპუაშვილს არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა, - ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტს.

როგორც მან აღნიშნა, „არანაირი პოლიტიკური ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის აღარ არსებობს“.

„ამ ეტაპზე, ცხადია, არ ვიცი, ზუსტად რა პროგრამა აქვს პაპუაშვილს ბრიუსელში, მაგრამ თუ ეს ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ მას არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ და ძალიან ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად, ჩვენი ქვეყანა. ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი არის გაუქმებული, საქართველო, ფაქტობრივად, მხოლოდ ფორმალურად ითვლება კანდიდატ ქვეყნად და არანაირი პოლიტიკური ურთიერთობები რეალურად ევროკავშირსა და საქართველოს შორის დღეს აღარ არსებობს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურებით. დაველოდოთ ვიზიტის შედეგებს და ვნახოთ შეხვდება თუ არა საერთოდ ვინმე ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუციებიდან პაპუაშვილს”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არანაირი პოლიტიკური ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის აღარ არსებობს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.