ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ელისო კილაძის პროცესზე პოლიცია გამოიძახეს - ადვოკატები ეჭვობენ, რომ გივი ჯიბლაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშაა

ელისო კილაძის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა და პროკურატურის მოწმემ, გივი ჯიბლაძემ განაცხადა, რომ თაღლითურ ქსელს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მფარველობდა. ამის შემდეგ ადვოკატებმა სასამართლოში პოლიცია გამოიძახეს, რადგან ეჭვობენ, რომ ჯიბლაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშაა.

ელისო კილაძის პროცესზე პოლიცია გამოიძახეს - ადვოკატები ეჭვობენ, რომ გივი ჯიბლაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშაა
ელისო კილაძის პროცესზე პოლიცია გამოიძახეს - ადვოკატები ეჭვობენ, რომ გივი ჯიბლაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშააTV პირველი

ელისო კილაძის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას „ქოლ-ცენტრების“ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული, შპს „სვეტის“ ხელმძღვანელი, გივი ჯიბლაძე აძლევს.

ბიზნესმენი პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, რომელმაც ხელი თაღლითური "ქოლ-ცენტრების" საქმეზე ბრალდებულ ყველა პირს დაადო და საკუთრი დანაშაულიც აღიარა.

ამჟამად ჯიბლაძემ თქვა, რომ დანაშაულებრივ ქსელს ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც მფარველობდა, რის შემდეგაც, კილაძის ადვოკატებმა სასამართლოში პატრული გამოიძახეს. იურისტები ეჭვობენ, რომ ჯიბლაძე ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშაა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.