ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"დიპლომატიური მისიები, ევროკავშირის საელჩო გვევლინება ექსტრემიზმის წამხალისებლად" - თორნიკე ჭეიშვილი

რუსთავი 2

მმართველი გუნდი აკრიტიკებს ევროკავშირის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და დანიის კულტურის ინსტიტუტს მუსიკოს კორძის კონცერტის მხარდაჭერის გამო. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული მხარდაჭერა ექსტრემიზმისა და სიძულვილის ენის წახალისებაა.

"დიპლომატიური მისიები, ევროკავშირის საელჩო გვევლინება ექსტრემიზმის წამხალისებლად" - თორნიკე ჭეიშვილი
"დიპლომატიური მისიები, ევროკავშირის საელჩო გვევლინება ექსტრემიზმის წამხალისებლად" - თორნიკე ჭეიშვილირუსთავი 2

"რუსთავი 2" ამ დრომდე ელოდება პასუხს დანიის კულტურის ინსტიტუტისა და ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობისაგან, რომელიც მუსიკოს და აქტივისტს კორძის კონცერტს უკავშირდება.

შეკითხვაზე, იზიარებენ თუ არა პასუხისმგებლობას მუსიკოსთან თანამშრომლობაზე ღონისძიების მხარდამჭერი უწყებები - "კურიერის" კითხვას უპასუხოდ ტოვებენ. კონცერტი დაგეგმილია 26 სექტემბერს, ფესტივალ "კამარას" ფარგლებში, პროექტის მხარდამჭერები კი ევროკავშირის წარმომადგენლობა და დანიის კულტურის ინსტიტუტია.

რადიკალიზმის წახალისება და კერების გაღვივება იმისათვის, რომ სამოქალაქო ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება საკითხის მიმართ.

"სამწუხაროდ, კონკრეტული დიპლომატიური მისიები, ევროკავშირის საელჩო გვევლინება წამხალისებლად ექსტრემიზმისა, რადგან სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს იმ ეგრეთ წოდებული მუსიკოსის, დავუშვათ, რაღაც ტიპის "შემოქმედებას", რომელიც რეალურად ამას ყველაფერს იყენებს სიძულვილის ენის ტირაჟირებისთვის. როგორც ჩანს, მათ არ შეუცვლიათ ის მიდგომა, ის ხელწერა, რომელიც წარსულშიც ითვალისწინებდა ასეთი ტიპის დაფინანსებით სხვადასხვა კერის გაჩენას იმისთვის, რათა სამოქალაქო ჯგუფები ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ“, - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.