ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

იოსებ ჯორბენაძე Eagle Hills-ის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე: „რადგან ძალადობრივად სახელმწიფო ვერ აურიეს და

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა იოსებ ჯორბენაძემ Eagle Hills-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების შექმნას და სოციალური პროტესტის გამოყენებას ცდილობს.

იოსებ ჯორბენაძე Eagle Hills-ის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე: „რადგან ძალადობრივად სახელმწიფო ვერ აურიეს და
იოსებ ჯორბენაძე Eagle Hills-ის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე: „რადგან ძალადობრივად სახელმწიფო ვერ აურიეს დაPOSTV

„რადგან ძალადობრივად სახელმწიფო ვერ აურიეს და არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვიდნენ, ამიტომ ცდილობენ, რომ რამენაირად ეკონომიკური პრობლემები შექმნან ქვეყანაში – იქნებ სოციალური პროტესტი მაინც გამოიყენონ ხელისუფლებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, იოსებ ჯორბენაძემ Eagle Hills-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია.

„მათი ხელწერა ძალიან ჰგავს ერთმანეთს – როგორც ნამახვანჰესის სიტუაციაში, ისე „იგლ ჰილსთან“ დაკავშირებით. მთლიანობაში, მოდით, ასე შევხედოთ: ზოგადად, რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი ფუნქცია იმაში კი არ დაინახეს, რომ „ქართული ოცნების“ ოპოზიციონერები იყვნენ, არამედ დაინახეს საკუთარი სამშობლოს ოპოზიციონერობაში.

როგორც ნამახვანის შემთხვევაში იყო, ისეა „იგლ ჰილსის“ შემთხვევაშიც – როგორც კი დაინახავენ, რომ რაღაც სასიკეთო კეთდება (6-მილიარდიანი ინვესტიცია ეკონომიკისთვის ძალიან სერიოზული ნაბიჯია), ეს მათთვის პრობლემურია. მე დარწმუნებული ვარ, მათ არც ის უხარიათ, რომ ყულევის ტერმინალმა იმუშავოს – ისე, როგორც მუშაობს და ზედმიწევნით ასრულებს ეს ტერმინალი სასანქციო პირობებს – მაგრამ მაინც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავიანთი განცხადებებით იქნებ რამენაირად სასანქციო სიაში მოახვედრონ. ანაკლიის პორტის აშენებაც, დარწმუნებული ვარ, არ შედის მათ გეგმებში, იმიტომ, რომ ესეც გაზრდის ეკონომიკის მდგრადობას ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად, ასეთი დიდი პროექტების განხორციელება მათ ინტერესებში არ შედის.

რადგან ძალადობრივად სახელმწიფო ვერ აურიეს და არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვიდნენ, ამიტომ ცდილობენ, რომ რამენაირად ეკონომიკური პრობლემები შექმნან ქვეყანაში – იქნებ სოციალური პროტესტი მაინც გამოიყენონ ხელისუფლებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა, რასაკვირველია, ესეც მხოლოდ მათი სურვილი დარჩება, ისევე, როგორც მათი წინა მცდელობები“, – განაცხადა იოსებ ჯორბენაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რადგან ძალადობრივად სახელმწიფო ვერ აურიეს და არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვიდნენ, ამიტომ ცდილობენ, რომ რამენაირად ეკონომიკური პრობლემები შექმნან ქვეყანაში – იქნებ სოციალური პროტესტი მაინც გამოიყენონ ხელისუფლებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ“
იოსებ ჯორბენაძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.