პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი ფონიჭალაში გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებიდან 5 ცხედარი ამოასვენეს, ხოლო ვიცე-პრემიერმა მაკა ბოჭორიშვილმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

მაკა ბოჭორიშვილი ფონიჭალაში გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს
იმედინიუსი

უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს ფონიჭალაში, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრი დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს ფონიჭალაში, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს მინდა ვუსურვო მალე გამოჯანმრთელება.

აღსანიშნავია ის ძალისხმევა, რომელსაც მაშველები სწევენ იმისათვის, რომ დაეხმარონ ტრაგედიის მსხვერპლებს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღეს დილით ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა.

ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოსვენებულია 5 ცხედარი - სამი ქალის, ერთი მამაკაცის და ერთი ბავშვის.

ერთი არასრულწლოვანი გოგონა კი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

ნანგრევებში კიდევ 1 ადამიანი რჩება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ამოასვენესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები