ეკონომიკა · 21 სექტემბერი, 20:20
ახალსოფელში მევენახეები აქციას მართავენ და ყურძნის დაბალ ფასს აპროტესტებენ
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მევენახეები აქციას მართავენ და ყურძნის ჩაბარების დაბალ ფასს აპროტესტებენ. მონაწილეები აცხადებენ, რომ არსებული თანხა ხარჯებს ვერ ანაზღაურებს. ადგილზე იმყოფება ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მევენახეები აქციას მართავენ.
ისინი ერთ-ერთ საწარმოსთან არიან შეკრებილი და ყურძნის ჩაბარების დაბალ ფასს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ, რადგან არსებული თანხა მინიმალურია და ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს.
ადგილზე იმყოფება ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…