ღარიბაშვილი “ოცნებას“: თქვენ სააკაშვილის გზით დადიხართ
პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც მმართველ გუნდს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი სააკაშვილის გზით დადიან და ქვეყანა კრიზისში შეიყვანეს.

პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან სკანდალურ წერილს აქვეყნებს, სადაც მმართველ გუნდს აკრიტიკებს.
როგორც ის წერს, “ოცნებამ“ საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნია და ხალხში უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში გააჩინა.
თქვენი უგუნური პოლიტიკითა და ქმედებებით ქვეყანა შეიყვანეთ უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში, საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნიეთ, გაამწარეთ ადამიანები და ოჯახები, ხალხში გააჩინეთ უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში. თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ...
ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!,- წერს ღარიბაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…