დავით ლობჟანიძემ ონის მუნიციპალიტეტის წლიური ანგარიში წარადგინა
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა მიმართულებით იხარჯება ბიუჯეტი.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. დავით ლობჟანიძემ შესრულებულ სამუშაოებზე, განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სხვადასხვა პროგრამასა და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ ინიციატივებზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ მიმართულ საქმიანობაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.
როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ლობჟანიძე აღნიშნავს, აუცილებელია მოსახლეობამ იცოდეს თუ რა მიმართულებით იხარჯება ბიუჯეტი და ასევე მნიშვნელოვანია მათი მხრიდან აქტიური ჩართულობა იმისათვის, რომ ერთად შეაჯერონ პრობლემის გადაჭრის გზები.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ იცოდეს თუ რა მიმართულებებით იხარჯება ბიუჯეტი და რამდენად ეფექტიანად მუშაობს ონის მუნიციპალიტეტის მთავრობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი ხასიათის შეხვედრას და იმედს ვიტოვებთ, რომ მოსახლეობისგანაც იქნება ძალიან აქტიური კითხვები, დისკურსია იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ და ერთად შევაჯეროთ იმ პრობლემების გადაწყვეტილების გზები და მიზნები, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი." - აცხადებს დავით ლობჟანიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…