პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი: თუკი რომელიმე კანონის უცხოურ კანონთან ასოცირება არის გასაკეთებელი, ქართული გამჭვირვალობის კანონი არის სწორედ ევროპული კანონი

ლევან მახაშვილის განცხადებით, სლოვენიაში უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებისთვის კამპანიების აკრძალვის ინიციატივა ადასტურებს, რომ ქართული კანონის წინააღმდეგ პროცესი ხელოვნურად იყო ორკესტრირებული.

ლევან მახაშვილი: თუკი რომელიმე კანონის უცხოურ კანონთან ასოცირება არის გასაკეთებელი, ქართული გამჭვირვალობის კანონი არის სწორედ ევროპული კანონი
იმედინიუსი

ლევან მახაშვილი სლოვენიაში უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისთვის საარჩევნო და სარეფერენდუმო კამპანიების ორგანიზების აკრძალვის ინიციატივას გამოეხმაურა. ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კამპანია ქართული გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ ხელოვნურად იყო აგორებული და მიზნად ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებას ისახავდა.

„ჩვენთვის ეს ღიმილისმომგვრელიც აღარ არის. როდესაც ქვეყნები ხედავენ, რომ მათი საზოგადოებები გარკვეული პრობლემის წინაშე დგანან - საუბარია უცხოურ ჩარევებზე, ისინი იღებენ ნორმალურ, ცივილურ, ლოგიკურ გადაწყვეტილებებს - ამკაცრებენ კანონმდებლობას და არეგულირებენ საკუთარ კანონმდებლობას. ეს იყო სწორედ, რაც საქართველომ თავის დროზე გააკეთა, თუმცა შემდგომი რეაქციები და ევროპული სახელმწიფოების დღევანდელი გადაწყვეტილებები სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ეს იყო ხელოვნურად ორკესტრირებული და წარმართული პროცესი, რომლის მიზანიც საქართველოს რეპუტაციის დაზიანება იყო. თუკი რომელიმე კანონის უცხოურ კანონთან ასოცირება არის გასაკეთებელი, ქართული გამჭვირვალობის კანონი არის სწორედ ევროპული კანონი“, - აცხადებს მახაშვილი.

სლოვენიაში უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისთვის საარჩევნო და სარეფერენდუმო კამპანიების ორგანიზების აკრძალვას ითხოვენ. შეზღუდვა იმ ორგანიზაციებს შეეხება, რომლებმაც კენჭისყრამდე ხუთი წლის განმავლობაში უცხოური დაფინანსება მიიღეს. კანონპროექტი მმართველი დემოკრატიული პარტიის წევრმა ზვონკო ჩერნაჩმა წარადგინა. მისი თქმით, ცვლილების მიზანი კამპანიების გამჭვირვალობის გაზრდა და კენჭისყრაზე უცხოური გავლენის შეზღუდვაა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოლევან მახაშვილი – ქვეყნები როდესაც უცხოური ჩარევის წინაშე დგანან, ლოგიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ, ამის ფონზე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქართული „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპული კანონია
  2. რუსთავი 2სამთავრობოიმ ფონზე, ბოლო პერიოდში რომელმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილებები, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თუ რომელიმე უცხოურ კანონთან არის ასოცირება გასაკეთებელი, ქართული გამჭვირვალობის კანონი არის სწორედაც რომ ევროპული კანონი - ლევან მახაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კანონპროექტი უცხოური დაფინანსების შესახებ - სლოვენია გამჭვირვალობის კანონს ამკაცრებს, თბილისი კი ბრიუსელის ორმაგ სტანდარტზე საუბრობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები