მსოფლიო · 17 ნოემბერი, 14:04
პრაღაში, მთავარ რკინიგზის სადგურთან ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - დაშავდა 46 ადამიანი
პრაღაში, მთავარ რკინიგზის სადგურთან ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 46 ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

პრაღაში, მთავარ რკინიგზის სადგურთან ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
პრაღის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის პრესსპიკერის, კარელ კირსის განცხადებით, დაშავებულები ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილეს ისე, რომ არცერთი სამედიცინო დაწესებულება არ გადატვირთულა.
მედიის ცნობით, ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…