პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ეწვია, რომელსაც ფოთის ბაზაზე სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ უმასპინძლა.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესტუმრა
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს ფოთის ბაზაზე სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლევან ხარაბაძემ უმასპინძლა.

შეხვედრაზე დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს სანაპირო დაცვის ძირითადი ამოცანები და შესაძლებლობები გააცნეს. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე დაათვალიერა სანაპირო დაცვის ერთ-ერთი სადარაჯო ხომალდი და საინჟინრო-სარემონტო ინფრასტრუქტურა.

კორტნი ოსტრიანი დელეგაციასთან ერთად სუფსაში მდებარე საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC) ეწვია, სადაც ცენტრის უფროსმა სტუმრებს საქმიანობის, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ის საელჩო საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები