“პატარა თხოვნა მაქვს” – საბა ლაზიშვილი მიმართვას ავრცელებს
ქართველმა მოჭიდავე საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის ტურნირზე იურაია ფეიბერი დაამარცხა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში მისი სახელით შექმნილი ყალბი ანგარიშების დარეპორტება მოითხოვა.

14 ნოემბერს, ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა.
21 წლის სპორტსმენმა აბუ დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ს დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.
თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.
11 ნოემბერს აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ ორივე ქართველი დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.
ინციდენტის „გმირი“ გახდა საბა, რომელზეც დრემდე არ წყდება საუბარი და შეფასებები. საბას 5 დღეში სოცილაურ ქსელში მილიონი გამომწერი შეემატა.
სასიამოვნო ფაქტის მიღმა, არის დეტალები, რაზეც საბამ მიმართვა გაავრცელა.
„პატარა თხოვნა მაქვს მეგობრებო.უამრავი fake ექაუნთი შეიქმნა ჩემი სახელით ტიკტოკზე ფეისფუქსა და ინსტაგრამზეც .გთხოვთ დაარეპორტოთ თითოეული მათგანი თუ შეგხვდათ პოსტები. მადლობა” – წერს ლაზიშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…