პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირის ხუთი ქვეყანა რუანდაში მიგრანტების დეპორტაციის ცენტრს გახსნის

გერმანია, დანია, ავსტრია, საბერძნეთი და ნიდერლანდები მომავალ წელს რუანდაში მიგრანტების დეპორტაციის ცენტრს გახსნიან. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ინიციატივა შესაძლოა მიგრანტთა უფლებებს არღვევდეს.

ევროკავშირის ხუთი ქვეყანა რუანდაში მიგრანტების დეპორტაციის ცენტრს გახსნის
ინტერპრესნიუსი

გერმანია, დანია, ავსტრია, საბერძნეთი და ნიდერლანდები მომავალ წელს რუანდაში მიგრანტების დეპორტაციის ცენტრს, ე.წ. „დაბრუნების ცენტრს“ გახსნიან, - ინფორმაციას BBC-ი აღნიშნული ქვეყნების მთავრობების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნებმა განმარტეს, რომ სქემა გავრცელდება მათ ქვეყნებში არალეგალურად მყოფ მიგრანტებზე, რომლებიც დეპორტაციას ექვემდებარებიან. დეპორტირებულებს შესაძლებლობა ექნებაღ რუანდის საზოგადოებაში ინტეგრირდნენ ან მშობლიურ ქვეყნებში დაბრუნდნენ.

სქემა გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც ამოწურეს თავიანთი კანონიერი გზები ხუთ ქვეყანაში დარჩენისთვის.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ არ გამორიცხა, რომ სქემას შეუერთდნენ და განაცხადა, რომ მას „ინტერესით“ დააკვირდებიან.

ხუთი ქვეყანა აცხადებს, რომ მიგრანტების საზღვარგარეთ გაგზავნის გეგმა შეესაბამება ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართალს, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების თქმით, შესაძლოა, ეს მიგრანტთა უფლებებს არღვევდეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საბერძნეთის მიგრაციის მინისტრი - პროექტი, რომელიც ევროკავშირში დარჩენის უფლებაზე უარის მიღების შემდეგ მიგრანტების სპეციალურად განსაზღვრულ ქვეყნებში გაგზავნას ითვალისწინებს, მომავალი წლის დასაწყისისთვის ამოქმედდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები