შალვა ნათელაშვილის წერილი ერდოღანს
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანს წერილით მიმართავს და მეჯლისში ოკუპირებულ აფხაზეთთან მეგობრობის სადეპუტატო ჯგუფის შესაძლო შექმნას საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფად აფასებს.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილის წერილი თურქეთის პრეზიდენტს:
,,თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას რეჯებ ტაიპ ერდოღანს.
ბატონო პრეზიდენტო ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას მეზობელი თურქი ხალხისა და პირადა თქვენს მიმართ. მადლობას გიხდით ყველაფრისათვის რასაც თქვენ აკეთებთ თურქეთ — საქართველოს ურთიერთობათა განვითარებისათვის. როგორც შევიტყვეთ ამ დღეებში თურქეთის მილი მეჯლისში დაგეგმილია რუსეთის მიერ დღემდე ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიასთან, აფხაზეთთან მეგობრობის სადეპუტატო ჯგუფის შექმნა რაც მიგვაჩნია რომ იქნება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა და ეწინააღმდება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. ასეთი ჯგუფის შექმნა იქნება ოკუპანტი რუსეთისა და საპარატისტული რეჟიმის პირდაპირი წაქეზება დაუსჯელად გააგრძელონ საქართველოს ტერიტორიათა ანექსია. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ორგანიზებით მოეწყო არა მარტო ქართველთა გენოციდი არამედ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დღემდე ლტოლვილად იქცა. დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება სამწუხაროდ წარმოადგენს მოსკოვიდან მართულ ჯგუფს რომლის მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დაუთმოს რუსეთს, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს და გვაქვს თქვენი იმედი რომ მეჯლისში ამგვარი არამეგობრული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
უდიდესი პატივისცემით საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. შალვა ნათელაშვილი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…