იტალიამ Facebook-ს €805 მილიონის ჯარიმა დააკისრა - რა იყო მიზეზი?
იტალიის მონაცემთა დაცვის სააგენტომ Meta 805 მილიონი ევროთი დააჯარიმა, რადგან Facebook მომხმარებლების ფოტოებსა და ვიდეოებს შესაბამისი თანხმობის გარეშე იყენებდა.

იტალიის მონაცემთა დაცვის სააგენტომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Meta €805 მილიონით ($887 მლნ) დააჯარიმა. როგორც ირკვევა, სანქცია Facebook-ის აპლიკაციაში მომხმარებლების ფოტოებისა და ვიდეოების თანხმობის გარეშე გამოყენებას უკავშირდება.
მარეგულირებელმა უწყებამ კომპანიას ამ ფუნქციის გასათიშად და მის გამოსაყენებლად ცალკე თანხმობის მოსაპოვებლად 60-დღიანი ვადა განუსაზღვრა.
საქმე ეხება ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს Facebook-ის დათვალიერებისას გალერეიდან შეთავაზებებს აჩვენებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ფუნქცია ავტომატურად იყო გააქტიურებული და აპლიკაცია გალერეაზე წვდომას ერთიანი ნებართვით ითხოვდა. ეს ერთიანი თანხმობა განსხვავებული მიზნების მქონე სხვადასხვა ფუნქციას აერთიანებდა, რაც იტალიის კანონმდებლობაში ასახულ ევროპულ კონფიდენციალურობის დირექტივას არღვევს.
დაკისრებული ფინანსური სანქცია ჯგუფის გლობალური ბრუნვის დაახლოებით 0.47%-ს შეადგენს და ის Meta-ს ფინანსურ შედეგებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა მთავარი ისაა, რომ კომპანიას არსებული პრაქტიკის და წესების შეცვლა მოუწევს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…