ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გიორგი ჭანტურია – ჯერ ბარამიძემ წარმოთქვა სასწაული ფრაზა, შემდეგ გვარამიამ, გვეგონა, სპონტანურად ილაპარაკეს სისულელეები, მაგრამ, როგორც ჩანს, დაგეგმილი აქვთ კამპანია, ყურადღების ცენტრში მოხვდნენ

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი ჭანტურიამ ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილისა და ბარამიძის განცხადებები ანტიქართულად და პროვოკაციულად შეაფასა. ჭანტურიას თქმით, მსგავსი განცხადებები აფხაზებსა და ქართველებს შორის შერიგებას აზიანებს და „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება.

გიორგი ჭანტურია – ჯერ ბარამიძემ წარმოთქვა სასწაული ფრაზა, შემდეგ გვარამიამ, გვეგონა, სპონტანურად ილაპარაკეს სისულელეები, მაგრამ, როგორც ჩანს, დაგეგმილი აქვთ კამპანია, ყურადღების ცენტრში მოხვდნენ
გიორგი ჭანტურია – ჯერ ბარამიძემ წარმოთქვა სასწაული ფრაზა, შემდეგ გვარამიამ, გვეგონა, სპონტანურად ილაპარაკეს სისულელეები, მაგრამ, როგორც ჩანს, დაგეგმილი აქვთ კამპანია, ყურადღების ცენტრში მოხვდნენპირველი არხი

ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის, ბარამიძის და ასე შემდეგ, განცხადება ანტიაფხაზური კი არა, პირველ რიგში, ანტიქართულია და სრულიად იდიოტური. ამ ქვეყანაში ვინმეს თუ აქვს მიზანი და სურვილი, საბოლოოდ მოხდეს აფხაზებისა და ქართველების შერიგება, ვიცხოვროთ ყველამ ერთად, მშვიდობიან სახელმწიფოში, მსგავსი პროვოკაციული, იდიოტური განცხადებები არ უნდა გააკეთოს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი ჭანტურიამ განაცხადა.

ჭანტურიას კითხვა დაუსვეს პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“.

გიორგი ჭანტურიას თქმით, ნიკა გვარამიას ყურადღება მოაკლდა, რადგან, როგორც ე.წ. ოპოზიციონერმა ლიდერმა, ვერაფერი შეძლო და ყველამ დაინახა, რა პოლიტიკურ თამაშებს თამაშობს.

ჭანტურიას შეფასებით, მსგავსი განცხადებები ეხმარება „ქართულ ოცნებას“.

„დარწმუნებული ვარ, ნიკა გვარამიას ყურადღება მოაკლდა, რადგან, როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ე.წ. ლიდერმა, ვერაფერი შეძლო. ყველამ დაინახა, ვისზეა მიყიდული და პოლიტიკურ თამაშებს თამაშობს ოპოზიციურ ველზე. შესაბამისად, ნიკა გვარამიას ეს გამოხდომები, როგორც ჩანს, კამპანიურია და გაგრძელდება. ამ ადამიანმა საკუთარი თავი ოპოზიციურ ველზე იპოვა ორი რამით, როგორ მიეხმაროს „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში და მეორე, ასეთი იდიოტური განცხადებები აკეთოს. ძალიან კარგად იცის, რომ ქვეყანაში გვაქვს შერიგების პოლიტიკა, აფხაზების და ქართველების მომავალი დგას ამ შერიგებაზე, მსგავსი განცხადებები აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.

ზოგადად, ამ ადამიანებს ვურჩევდი, ნაკლები სისულელე ილაპარაკონ, რადგან საბოლოოდ, თითოეული მსგავსი განცხადება ეხმარება „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში. ნიკა გვარამია ვინც არის და რაც არის, საკუთარმა ამომრჩეველმაც კარგად იცის. ჯერ ბატონმა ბარამიძემ წარმოთქვა ის სასწაული ფრაზა, შემდეგ გვარამიამ. გვეგონა, სპონტანურად რაღაც სისულელეები ილაპარაკეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ადამიანებს დაგეგმილი აქვთ კამპანია, რომ ყურადღების ცენტრში მოხვდნენ. ეს ადამიანები არიან ოპოზიციურ ველზე „ქართული ოცნების“ ჩანერგილი ხალხი, რომლებიც „ოცნების“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველანაირ იდიოტობას იტყვიან“, – აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დარწმუნებული ვარ, ნიკა გვარამიას ყურადღება მოაკლდა, რადგან, როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ე.წ. ლიდერმა, ვერაფერი შეძლო. ყველამ დაინახა, ვისზეა მიყიდული და პოლიტიკურ თამაშებს თამაშობს ოპოზიციურ ველზე. შესაბამისად, ნიკა გვარამიას ეს გამოხდომები, როგორც ჩანს, კამპანიურია და გაგრძელდება. ამ ადამიანმა საკუთარი თავი ოპოზიციურ ველზე იპოვა ორი რამით, როგორ მიეხმაროს „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში და მეორე, ასეთი იდიოტური განცხადებები აკეთოს. ძალიან კარგად იცის, რომ ქვეყანაში გვაქვს შერიგების პოლიტიკა, აფხაზების და ქართველების მომავალი დგას ამ შერიგებაზე, მსგავსი განცხადებები აზიანებს ქვეყნის ინტერესებს. ზოგადად, ამ ადამიანებს ვურჩევდი, ნაკლები სისულელე ილაპარაკონ, რადგან საბოლოოდ, თითოეული მსგავსი განცხადება ეხმარება „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში. ნიკა გვარამია ვინც არის და რაც არის, საკუთარმა ამომრჩეველმაც კარგად იცის. ჯერ ბატონმა ბარამიძემ წარმოთქვა ის სასწაული ფრაზა, შემდეგ გვარამიამ. გვეგონა, სპონტანურად რაღაც სისულელეები ილაპარაკეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ადამიანებს დაგეგმილი აქვთ კამპანია, რომ ყურადღების ცენტრში მოხვდნენ. ეს ადამიანები არიან ოპოზიციურ ველზე „ქართული ოცნების“ ჩანერგილი ხალხი, რომლებიც „ოცნების“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველანაირ იდიოტობას იტყვიან“
გიორგი ჭანტურია
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.