პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამთა მეგრელიშვილი: პრემიერის მიერ ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს

ხალხის ძალასაქართველოს ეროვნული ბანკი

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ზურა ჯაფარიძეს უვიცობასა და „დავალების შესრულებაში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პრემიერის მადლიერება ნათია თურნავას მიმართ კითხვებს არ იწვევს.

თამთა მეგრელიშვილი: პრემიერის მიერ ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს
რუსთავი 2

ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ლარის კურსი საეროვნული ბანკის საქმე არ არის, სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა პირდაპირ აისახება ეროვნული ვალუტის სიმყარეზე, ხოლო ინფლაციური პროცესების მართვა და სავალუტო რეზერვების ზრდა ცენტრალური ბანკის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებებია.

მისივე შეფასებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკოსობის ამბიცია აქვთ, თუმცა თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას ერთი დღითაც ვერ გაბედავდნენ, ამგვარი შინაარსის გზავნილების წერა უწევთ, რადგან მიღებული დავალების აბსურდულობა და მათი უვიცობის ხარისხი სრულ თანხვედრაშია და ეს მათ დისკომფორტის ნაცვლად კომფორტს უქმნით.

"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, რაც პირდაპირ უკავშირდება ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის დაცვასა და ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შექმნას.

სებ-ის პოლიტიკა პირდაპირ აისახება ეროვნული ვალუტის სიმყარეზე - როდესაც ინფლაცია დაბალია და მაკროეკონომიკური გარემო სტაბილურია, ეს ლარის გამყარებას უწყობს ხელს.

ეროვნული ბანკი ახორციელებს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას და მართავს საერთაშორისო რეზერვებს. რეფინანსირების განაკვეთის სწორი მართვითა და რეზერვების შევსებით ცენტრალური ბანკი ამცირებს სავალუტო რყევებს და ზრდის ნდობას ლარის მიმართ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარის, ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს.

იმ ადამიანებს კი, რომლებსაც პოლიტიკოსობის ამბიცია აქვთ, თუმცა თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას ერთი დღითაც ვერ გაბედავდნენ, ამგვარი შინაარსის გზავნილების წერა უწევთ, რადგან მიღებული დავალების აბსურდულობა და მათი უვიცობის ხარისხი სრულ თანხვედრაშია და ეს მათ დისკომფორტის ნაცვლად კომფორტს უქმნით.“ - წერს მეგრელიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ჩიხელიძე: ეკონომიკაზე მსჯელობა მხოლოდ ტერმინების დაზეპირება არაა, აუცილებელია შინაარსის ცოდნა, თუ რა ფუნქციები აქვს ქვეყნის მთავარ მონეტარულ ინსტიტუტს, მაგრამ ზურა გირჩი ჯაფარიძე აკაცუკების იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლისთვის შინაარსში შესვლა აკრძალულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები