პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ნაცმოძრაობა" მიხეილ სააკაშვილს ემიჯნება, ელენე ხოშტარიას ემიჯნება გვარამია, შეიძლება იქამდეც კი მივიდეს საქმე, რომ გახარიას პარტიამ თქვას, გახარია ჩვენი თავმჯდომარე არ არისო - არჩილ გორდულაძე

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლოგახარია საქართველოსთვისლელო

არჩილ გორდულაძე ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს, ხოლო გვარამიას პარტია ელენე ხოშტარიას ემიჯნება. მისი თქმით, პარტია „ახალმა“ რეალურად მხოლოდ 161 საჩივარი დაწერა.

"რა არ უნახავს ქართულ პოლიტიკას, მაგრამ ალბათ არასდროს არ უნახავს ის, რასაც ამ დღეების განმავლობაში ხედავს - "ნაცმოძრაობა" მიხეილ სააკაშვილს ემიჯნება, ელენე ხოშტარიას ემიჯნება გვარამია და მელიას "ახალი" პარტია", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოზე ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

გორდულაძის თქმით, აღნიშნული პოლიტიკური ტენდენციიდან გამომდინარე

გამორიცხული არ არის, პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წევრებმა განაცხადონ, რომ გიორგი გახარია მათი პარტიის თავმჯდომარე არ არის.

"თურმე არაფერ შუაში არ ყოფილა "ლელოსთან" ალეკო ელისაშვილი. საბოლოო ჯამში, შეიძლება იქამდეც კი მივიდეს საქმე, რომ გახარიას პარტიამ თქვას, გახარია ჩვენი თავმჯდომარე არ არისო.

ერთი არის სხდომათა დარბაზში გაკეთებული განცხადებები და მეორეა

გარეთ რასაც ამბობენ. ტყუილი, ტყუილი და ტყუილი - ძალიან მარტივად შეიძლება მათი ნათქვამების შეფასება.

მაგალითად, ბოლოს ნიკა გვარამიამ თქვა, რომ 1000-ზე მეტი საჩივარი დავწერეთ უბნებზეო. სინამდვილეში კი, პარტია "ახალმა" 161 საჩივარი დაწერა. მხოლოდ და მხოლოდ სამი დღის შემდეგ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თურმე მელანმა გაჟონა და ფურცელი შეიცვალაო - რეალურად, ასეთი საჩივარი იყო ხუთი.

ნიკა გვარამიას თქმით, მას სწამს, რომ არჩევნები გაყალბდა. საქართველოს კონსტიტუცია იმაზე არ არის დამყარებული, თუ რა სწამს ნიკა გვარამიას ან სხვა რიგით "ნაცს", არამედ მთავარი არის რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოგორდულაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: რა არ უნახავს ქართულ პოლიტიკას, მაგრამ ალბათ არასდროს უნახავს ის, რასაც ამ დღეების განმავლობაში ხედავს - „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს ემიჯნება, გვარამიასა და მელიას ახალი პარტია - ელენე ხოშტარიას, თურმე „ლელოსთან“ ალეკო ელისაშვილი არაფერ შუაში ყოფილა. საბოლოო ჯამში შეიძლება იქამდე მივიდეს საქმე, რომ გახარიას პარტიამ თქვას, გახარია ჩვენი თავმჯდომარე არ არისო
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარჩილ გორდულაძე - „ნაცმოძრაობა” სააკაშვილს ემიჯნება, „ახალი“ ხოშტარიას, გვარამიასა და მელიას, თურმე ელისაშვილი „ლელოსთან“ არაფერ შუაშია, შეიძლება იქამდე მივიდეს საქმე, გახარიას პარტიამ თქვას, რომ ის მათი თავმჯდომარე არაა - ტყუილი, ტყუილი და ტყუილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: "ნაცმოძრაობა" იქამდე მივა, რომ ბოლოს იმასაც იტყვიან, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი საერთოდ არ ყოფილაოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები