მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით ვერ მოემსახურება ამომსვლელ მგზავრებს – განცხადება
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ჩამსვლელ ესკალატორზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო სადგური მგზავრთა მიღებაზე დროებით დაიკეტა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით ვერ მოემსახურება ამომსვლელ მგზავრებს.
„მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მცირე ხნით დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე. საჭირო გახდა ჩამსვლელ ესკალატოტზე ტექნიკური სამუშაოების წარმოება, რაც დაახლოებით 30 წუთს გასტანს.
ამომსვლელი მგზავრები ჩვეულ რეჟიმში ისარგებლებენ მეტროსადგურის მომსახურებით. სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური გააგრძელებს ჩვეულ რეჟმში მუშაობას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…