პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დამსახურებული წარმატება მოიპოვა. ტუხელის თქმით, ეს მატჩი წინა მარცხისთვის შურისძიების შესაძლებლობა იყო, რომელიც ინგლისელებმა წარმატებით გამოიყენეს.

"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
სპორტალი

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა გუნდის თამაში შეაქო და აღნიშნა, რომ ფეხბურთელებმა წარმატება სრულად დაიმსახურეს. ტუხელის თქმით, ესპანეთთან დაპირისპირება წინა მარცხისთვის შურისძიების შესაძლებლობა იყო, რომელიც ინგლისელებმა გამოიყენეს.

"შესანიშნავი თამაში და დამსახურებული წარმატება. როგორ დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები? მთლიანობაში, უფრო ძლიერი გუნდი ვიყავით და მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა და 60-ე წუთისთვის როგორც ჩვენი თამაში, ისე ანგარიში სრულიად დამსახურებული იყო.

საჭირო იყო სრულყოფილი თამაში და ეს კარგად გვესმოდა. ბურთს თამამად ვაკონტროლებდით, დაცვაში დისციპლინირებულად ვმოქმედებდით, მეტოქის ნახევარზე პრესინგს ვახორციელებდით, საკუთარ ნახევარზე კი საიმედოდ ვიცავდით თავს და სივრცეებს ვკეტავდით. ეს იყო გამორჩეული გუნდური ფეხბურთი - თავდადების, გადაადგილებისა და შესრულების თვალსაზრისით. ეს ადგილი დავიმსახურეთ და რაც მთავარია, ნამდვილად გვეკუთვნოდა. კონცენტრირებულები ვიყავით საკუთარ მოქმედებებსა და განწყობაზე. გუნდს იმ ყველაფრისთვის, რაც მოედანზე აჩვენა, საკმარისად ვერ შევაქებ.

ასეთი დონის მეტოქის წინააღმდეგ 30 წუთი ორ საათს ჰგავს. ფეხბურთელების კლასი ძალიან მაღალია, სტადიონიც მაშინვე ერთვება თამაშში. მეორე გოლის გაშვების შემდეგ კი თამაშში დაბრუნებას დიდი დრო სჭირდება. თუმცა ეს რეალობაა. დღეს რა დავამტკიცეთ? ჩვენი ხასიათი, შესაძლებლობები და არჩეული გზისადმი რწმენა. საკმარისად ამბიციურები ვართ, რომ წინ წავიწიოთ და ყოველთვის მზად ვართ, საკუთარ შესაძლებლობებს ზღვარი გავუწიოთ.

60 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი გვქონდა, მაგრამ ამით არ დავკმაყოფილდით. გვინდოდა გაუმჯობესება და ზუსტად იმ მიმართულებებით გავაუმჯობესეთ თამაში, რომლებიც დაგეგმილი გვქონდა. ბოლო ორი შეკრების განმავლობაში გაწეული სამუშაო ყურადღებას იმსახურებს, ამიტომ დამსახურება გუნდს ეკუთვნის.

ქება ეკუთვნის ჩვენს სტანდარტული მდგომარეობების სპეციალისტსა და ჩემს ასისტენტს. არ ვამბობ, რომ სპეციალურად ესპანეთის სუსტ წერტილებს ვეძებდით სტანდარტული მდგომარეობების დროს, თუმცა ეს ნამდვილად ჩვენი კოზირია. სწორედ იმ ადამიანებმა, რომლებიც ვახსენე, მოიფიქრეს იდეები და მათი განხორციელებაც უზრუნველყვეს.

დიახ, ეს დიდებული იყო. ყველა სათამაშო კომპონენტში გვქონდა ნამდვილი რწმენა და გამორჩეული შესრულება. გუნდური სულისკვეთება, ერთიანობა, თავდაჯერებულობა და მაღალი ხარისხი თითოეულ ელემენტში.

ეს ფანტასტიკური იყო. უემბლიზე პირველი მატჩის შემდეგაც ვთქვი, რომ კონკურენტუნარიანები ვიყავით. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გვინდოდა წინ გადაგვედგა ნაბიჯი. ეს ესპანეთთან შევძელით. თავდაპირველად მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ყოველთვის გვინდოდა იმ "ფინალში" დაბრუნება. ეს შურისძიების შანსი იყო და ჩვენ ის გამოვიყენეთ!" - ITV Sport-თან საუბარში განაცხადა ტუხელმა.

შეგახსენებთ, ესპანეთმა ჯგუფის მესამე ადგილი 15 ქულით დაიკავა. ინგლისმა კი ამდენივე ქულით პირველი პოზიცია დაიკავა და ესპანეთს ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები