ირაკლი კობახიძე: „ვფიქრობ, რომ ეუთო-ს ინტერესებში იქნებოდა საქართველოს თავმჯდომარეობა, თუმცა ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენი მხრიდან შეთავაზება არის გაკეთებული. ველოდებით შემხვედრ პოზიციას“
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთო-ს ინტერესებში საქართველოს თავმჯდომარეობა იქნებოდა და ოფიციალური თბილისი ორგანიზაციისგან შემხვედრ პოზიციას ელოდება.

„ჩვენ მოთმინებით ველოდებით, როგორ განვითარდება პროცესები. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი ინტერესი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მიერ 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადის შესახებ.
„ვფიქრობ, რომ ეუთო-ს ინტერესებში იქნებოდა საქართველოს თავმჯდომარეობა, თუმცა ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენი მხრიდან შეთავაზება არის გაკეთებული. ველოდებით შემხვედრ პოზიციას“, – განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…